fbpx

Re|Bank X Tbilisi Mural Fest – ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანო კლდიაშვილი

უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის სხვადასხვა უბანში განსხვავებული ეროვნებისა თუ გამომსახველობითი ენის მქონე  ცნობილი ქუჩის ხელოვანების მიერ შექმნილი მასშტაბური, მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები გაჩნდა: ქალაქის პოსტსაბჭოური იერსახე ნელ-ნელა იცვლება – თბილისის ქუჩები ყოველწლიურად ივსება თანამედროვე ხელოვნების გიგანტური ნიმუშებით. ადგილობრივი თუ უცხოელი არტისტები, რომლებიც თბილისში მდებარე შენობების კედლებზე უკვე მეოთხე წელია ტოვებენ მრავალწლოვან კვალს, ამ ქალაქის ურბანული ესთეტიკის გარდასაქმნელად Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში ერთიანდებიან.

Tbilisi Mural Fest ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია, რომლის მიზანიც ქალაქის საგამოფენო სივრცედ ქცევა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურაზე თანამედროვე ხელოვნების კვალის დატოვებაა. ფესტივალში ყოველწლიურად როგორც ქართველი, ასევე ცნობილი უცხოელი არტისტებიც  მონაწილეობენ.  Tbilisi Mural Fest-ს საფუძველი 2019 წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა, მისი ერთ-ერთი ერთგული სპონსორი კი რე|ბანკია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს დაარსების დღიდან აფინანსებს. 

ქალაქის ურბანული განვითარების პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა რე|ბანკის დიდი სურვილი იყო,  რისი  შესაძლებლობაც მას Tbilisi Mural Fest-თან თანამშრომლობის შედეგად მიეცა –  მათი ოთხწლიანი პარტნიორობის ვიზუალიზაცია თბილისის სხვადასხვა უბანში გაცოცხლებული ათი, წარსულში რუხი ფერის, კედელია:

 

2019 წელი:

Collin Van Der Sluijs – ჰოლანდიელი არტისტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე მდებარე გვირაბი

Snyder – არტისტი ბერლინიდან, სიმონ ჩიქოვანის 39

Quinte55enz – ორი ბერლინელი არტისტი, რიყე, გვირაბის მიმდებარე ტერიტორია

2020 წელი:

Innerfields – ბერლინელი არტისტების ჯგუფი,  ილია ჭავჭავაძის 39

2021 წელი:

MonkeyBird – ორი პარიზელი არტისტის კოლაბორაცია, წინამძღვრიშვილის 97

Faith47 – სამხრეთაფრიკელი ხელოვანი, ათონელის 4

Thiago Mazza – არტისტი ბრაზილიიდან, ვარკეთილის მე-3 მასივი, კალოუბნის 14

David Samkharadze, ლოკალური არტისტი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა  4

სთრით არტი ვიზუალური ხელოვნების განსაკუთრებულად მეტყველი მიმდინარეობა და  პროტესტის საჯაროდ გამოხატვისა თუ თვითრეფლექსიის შესაძლებლობაა, რომელიც ხან სოციალური და პოლიტიკური მესიჯების მატარებელია, ხან კი სხვადასხვა საინტერესო ისტორიას გვიამბობს. ქუჩის მხატვრობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალაქის იერსახისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში.  სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა რე|ბანკმა საქართველოში მდებარე პოსტსაბჭოთა პერიოდის შენობების თანამედროვე არტისტების ნამუშევრებით გაფერადებისათვის შეეწყო ხელი. ბანკის მიზანი ხელოვნებისა და ქუჩის მაგიის შერწყმა და თბილისის მცხოვრებთა ყოველდღიური გარემოს გამრავალფეროვნებაა, რასაც Tbilisi Mural Fest-თან პარტნიორობით შესანიშნავად ახერხებს. 

წლევანდელი ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც  8 ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას, 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. არტისტებისა და მოსახატი კედლების ჩამონათვალი ასეთია: 

  • Sasha Korban, Ukraine – 20 Aug – 04 Sep, 75 Chavchavadze st.;
  • Tina Chertova, Georgia 20 Aug – 01 Sep, 12 Bakhtrioni st;
  • Fintan Magee, Australia 25 Aug – 10 Sep, 12 Bakhtrioni st.;
  • David Machavariani & Kade 90, ორი ქართველი მხატვრის კოლაბორაცია, 29Aug-10 Sep, 24 Chonkadze st.;
  • Mohamed I. Ghacham, Spain 08 Sep – 19 Sep, 31 Makashvili st.;
  • Kozdos, Venezuela 08 Sep – 25 Sep, 1 Mindeli st.;
  • Vesod, Italy 30 Sep – 04 Oct, 18 Tabidze st.                               

Tbilisi Mural Fest 2022-თან რე|ბანკი წელსაც  აქტიურად თანამშრომლობს. მან დაგეგმილი პროექტებიდან ერთ-ერთი: ავსტრალიელი არტისტის – Fintan Magee-ის მიერ  ბახტრიონის 12 ნომერში შესრულებული მასშტაბური ნამუშევარი დააფინანსა.

8 ფოტო Fintan Magee-სი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.