fbpx

ფესტივალ DECODER-ის შემოდგომის მორიგი სერია


გააზიარე სტატია

 

 ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER შემოდგომის მორიგ სერიას 24 სექტემბერს, SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.

 „არავითარი ძილი“- ასეთი იყო ბელგიელი არტისტის, დიჯეისა და პროდიუსერის, CHARLOTTE DE WITTE-ს სამუშაო მოტო პირველივე დღიდან, რომელიც ამჟამად თანამედროვე მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი წარმომადგენელია და 24 სექტემბერს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება. 

 თავდაპირველად ის ცნობილი გახდა ფსევდონიმით RAVING GEORGE. მან კარგად იცოდა, რომ სფერო, რომელშიც თავი უნდა დაემკვიდრებინა , მამაკაცი არტისტები დომინირებდნენ და შესაბამისად სურდა მსმენელის ყურადღება არა გენდერის განსაზღრებით, არამედ შემოქმედებით დაემსახურებინა.  მამაკაცის სახელით გამოშვებულ ჩანაწერებს მალევე მოჰყვა დაინტერესება ლეიბლებისა და ფესტივალებისგან, ხოლო 2015 წელს CHARLOTTE DE WITTE-ს გამოცემული სადებიუტო ალბომი , “Weltschmerz “-მა საშუალება მისცა, მყარად დაემკვიდრებინა თავი ელექტრონული მუსიკის სცენაზე. 

 

 Minimal და acid ტექნოს ჟღერადობით, 2022 წლისთვის მის სახელზე უკვე 25-მდე სინგლისა და ალბომის ჩანაწერია. შარლოტა ასევე ლეიბლ „KNTXT“-ის დამფუძნებელი და BBC RADIO 1-ის შოუების სერიას ხელმძღვანელობს. FORMULA 1-თან თანამშრომლობის შედეგად კი დღესდღეობით, ერთ-ერთ ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი არტისტის რეპუტაციას ინარჩუნებს. 

 შარლოტათან ერთად, 24 სექტემბრის ღამეს სცენაზე ასევე დაუკრავენ, ინდუსტრიის ახალი და გამორჩეული სახეები, როგორებიც არიან LY SAS და 3AM. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.