fbpx

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში გაიმართება


გააზიარე სტატია

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2022 წლის 5-8 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. 

 

წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე. ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან. 

ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან.

ბათუმი, როგორც ოდესის ერთგული პარტნიორი ქალაქი, უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; უკრაინელი მწერლების ნაწილი მხოლოდ ონლაინღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, შეგიძლიათ ნახოთ  YouTube- და Facebook-გვერდებზე.

ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://litfestodessa.com/programme. 

 

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.