fbpx

Tamara K.E.-ს სოლო გამოფენა – “სინანული” Window Project-ში


გააზიარე სტატია

 

Window Project-ი წარმოგიდგენთ Tamara K.E.-ს სოლო გამოფენას, სახელწოდებით Regret (სინანული). აღსანიშნავია, რომ ეს არის ხელოვანის პირველი სოლო გამოფენა საქართველოში. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერიები –  “Farewelling Junkyard“  (გამომშვიდობების ნაგავსაყრელი) და “Remnants of the Glaring Day“ (თვალისმომჭრელი დღის ნარჩენები) –  აქცენტირებულია სკულპტურული ინტერვენციებით,  გამოფენით და, ერთი შეხედვით, კოდების შემთხვევითი სისტემით,  მასალებისა და ნარატივების არატრადიციული სიმრავლით, ჩვენ მივყვებით ხაზს, რომელიც ამახინჯებს, ამრუდებს და ხლართავს, მაგრამ ასევე, ზეიმობს იმ ისტორიის დასასრულს, რომელსაც ის ასახავს. 

Tamara K.E.-მ 50-ე ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი თეა გვეტაძესთან ერთად წარადგინა. მიწვეული იყო პრაღის პირველ ბიენალეზე. ის მონაწილეობდა გამოფენებში აშშ-სა და ევროპაში; მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა: Haus Huth, Daimler Contemporary – ბერლინში, Sprengel Museum – ჰანოვერში, Whitechapel Gallery – ლონდონში, Central House of Artists – მოსკოვში, CoBrA Museum – ამსტერდამში, Von Der Heydt Museum – ვუპერტალში, Hamburg Kunsthalle – ჰამბურგში და სხვა. Tamara K.E.-ს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორისაა გერმანიის ფოლკს და რაიფფაიზენის ბანკების ხელოვნების პრიზი (Kunstpreis der Deutschen Volks – und Raiffeisenbanken, გერმანია), UBS ბანკის ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანებისთვის (Bank Art Award for Young Art, შვეიცარია) და ევროპული პრიზი ხატვისთვის (Europan Prize for Painting, ბელგია).

  • გახსნა: 23 სექტემბერი, 17:00-20:00
  • გამოფენის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი – 15 ნოემბერი
  • ერეკლე ტატიშვილის 9, თბილისი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.