fbpx

ირანელები საქართველოში – ნატა სოფრომაძის ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნატა სოფრომაძე

ფოტო: ნატა სოფრომაძე

 

საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით 20000-მდე ირანელი ცხოვრობს.

ეკონომიკური მიგრანტები, თავშესფრის მაძიებლები, სტუდენტები, სამშობლოდან ძალადობასა და დისკრიმინაციას განრიდებული მოქალაქეები… თბილისში გადმოსული ირანელი მიგრანტები ძირითადათ სარესტორნო საქმიანობით, ტურისტული მომსახურეობით, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესით ირჩენენ თავს.

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამკაცრებულმა პოლიტიკამ საგრძნობლად შეამცირა ირანელი მიგრანტების რიცხვი და არასტაბილური გახადა მათი ყოფა საქართველოში. სტატისტიკურად ირკვევა რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უთხრეს უარი, ხოლო მიზეზი ძირითადათ საბუთების წესრიგში არ ქონაა.

სწორედ ასეთი უარით უკან გააბრუნეს ჩემი ფოტო სერიის ერთ-ერთი გმირის, თბილისში ლეგალურად მცხოვრები ახალგაზრდა აიშას მეუღლე, რომელსაც საქართველოდან გასულს საზღვარზე სრულიად უმიზეზოდ აღარ მისცეს დაბრუნების უფლება.

აიშა დღეს მარტო ცდილობს სწავლის გაგრძელებას, ცხოვრობს თუთიყუშთან ერთად და იბრძვის უსამართლოდ საზღვრებს მიღმა დარჩენილი მეუღლის დასაბრუნებლად.

ეს პროექტიც მას ეძღვნება, ისევე როგორც დანარჩენენ გმირებს, რომლებიც საოცარი არტისტიზმით და იუმორით ცდილობდნენ დაემსხვრიათ ის სტერეოტიპები, რაც არსებობს მათ მიმართ ჩვენს საზოგადოებაში.

2019 Tbilisi-PMM


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.