fbpx

„რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ ახალ სეზონს ენერგიულად იწყებს!


გააზიარე სტატია

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური სივრცე ხარისხიანი გართობის მოყვარულ ადამიანებს 24 სექტემბრიდან ელოდება.

ამ სეზონის პროგრამა უკვე ცნობილია. ნოემბრის ბოლომდე „რესპუბლიკაში“ მოუსმენთ მსოფლიო ჰიტების ავტორებს და ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან – Toploader, იან დესტალი Modjo-იდან და Ghost-Note.

სეზონი დისკოს მხიარულებით იწყება – 24 სექტემბერს ივენთ ჰოლში ბრიტანული Horse Meat Disco დაუკრავს.

ჰედონიზმით, რიტმით, თავისუფლებითა და ემოციებით გაჯერებული მათი სეტები კლასიკის, იტალო-დისკოს, ჰაუსისა და პანკ ფანკის ნაზავია და მოიცავს ყველაფერს, რაც ასე გვიყვარს დისკოში.

Horse Meat Disco უკვე გამოჩნდა თანამედროვეობის ყველა მნიშვნელოვან საკლუბო სცენაზე, ახლა თბილისის ჯერია.

 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს:

ღონისძიებების სპონსორია Club Iveria.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.