fbpx

BIAFF ბათუმის XVII კინოფესტივალის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

25 სექტემბერს, კინოთეატრ აპოლოში,  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ორ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 

BIAFF 2022-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) – ჟიურის თავჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია, გელა ბაბლუანი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

  • გრანპრი (საუკეთესო ფილმი) –  „კლონდაიკი“, მარინა ერ გორბაჩ, თურქეთი/უკრაინა, 2022
  • საუკეთესო რეჟისურა  მარინა გორბაჩ ფილმისთვის „კლონდაიკი“, მარინა ერ გორბაჩ, თურქეთი/უკრაინა, 2022
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ამირ აგაე ფილმში – „ოთხი კედელი“, ბაჰმან გობადი, თურქეთი/დიდი ბრიტანეთი, 2021 წ.
  • საუკეთესო მსახიობი ქალი –  მარიამ ხუნდაძე,  ფილმში „ჩემი ოთახი“, სოსო ბლიაძე, საქართველო, გერმანია, 2022 წ.
  • ჟიურის სპეციალური პრიზი –  „ჯოგის იმუნიტეტი“, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2021 და  „ჩემი ოთახი“, სოსო ბლიაძე, საქართველო, გერმანია, 2022 წ.

BIAFF 2022-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის  ჟიურიმ   მოკლემეტრაჟიანი ფილმების  საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა.  ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა – ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი), თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო). პრიზები გაიცა შემდეგ ფილმებზე:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი –  „აქ სიმშვიდეა“, ნოვრუზ ჰიკმეტი / ოლენა პოდოლიანკო, უკრაინა, 2022 წ.
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) –  გადაეცა  ორ ფილმს:
  • აქსელი“, ლევან უჩანეიშვილი, საქართველო, 2022 წ.
  • „აქ სანახავი არაფერია“, ნიკოლას ბუჩესი, პორტუგალია, 2022

ბათუმელკინომოყვარულთა კლუბის ჟიურის (როი აბუსელიძე, ანა ორმოცაძე, დაჩი მეჯიდოვი) პრიზი ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს:

  • „აღდგომა“, ნიკოლოზ ვერძაძე, საქართველო, 2022 წ.; 25 წთ.
  • „რონინის აღსარება“, გიორგი ხუხუნაიშვილი, საქართველო, 2022 წ. 10 წთ.

 

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

  • ლეხ მაიევსკი (პოლონეთი)
  • ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო)
  • თენგიზ არჩვაძე (საქართველო)

 

 ფესტივალის მხარდამჭერები – შვეიცარიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო (GNTA) 

კინოთეატრი APOLLO,  კომპანია „ReformerFitness” Mareteli Friends Winery, კომპანია „შინდი“, ჰოსტელი „კომუნა“, სასტუმრო „ადმირალი“, სასტუმრო „DOWNTOWN”, სასტუმრო „Bel Mare”, ART ITALY GROUP, რესტორანი „შემოიხედე“

ფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, ბათუმი TV, პოდკასტი ბათუმი, FNE (www.filmneweurope.com), AT.GE, გაზეთი BATUMELEBI, netgazeti.ge, CinExpress.ge, on.ge 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.