fbpx

Food Good – ჯანსაღი კვების ობიექტი თბილისში


გააზიარე სტატია

კომპანია „ფუდ გუდის“ გუნდი ახალ ინვესტიციას ეძებს! 

„ფუდ გუდის“ ბრენდი ერთ-ერთი პირველი გაჩნდა ბაზარზე, რომელმაც სწრაფი კვება  სრულიად ახალი ჯანსაღი კონცეფციით შესთავაზა მომხმარებელს.  გუნდის მეშვეობით  ის დღემდე წარმატებით იკავებს  მოწინავე პოზიციებს და სწრაფი ტემპებით ფართოვდება.

“ვგეგმავთ და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი ჯანსაღი,  მარტივი,  ფერადი  პროდუქცია  შევთავაზოთ  ჩვენს მომხმარებლებს”. 

“Food Good-ის გახსნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა და 2021 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა კიდეც. კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული და იდეას დღემდე ინარჩუნებს”. 

Food Good ს. ღამბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს. მენიუში ადგილობრივი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სმუზებს, სალათებს და სხვადასხვა დაბალკალორიულ კერძსა თუ დესერტს აღმოაჩენთ – ეს არის საკვები, რომელსაც უამრავი განსხვავებული გემოს და ვიტამინების გაერთიანება შეუძლია. 

 

ბიზნესის სამომავლო სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე,   საჭირო გახდა  დამატებითი რესურსების მოძიება და კვების ობიექტი მზადაა ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს თანამშრომლობა შესთავაზოს.  

მათი განცხადებით, ახალი პარტნიორი მხოლოდ განვითარების პერსპექტივით განიხილება და ამას მომხმარებლების დისკომფორტი ან რაიმე შეფერხება არ მოჰყვება.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]; +995 577 32 31 36 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.