fbpx

თინა შალიკაშვილის რჩეული Beauty პროდუქტები Veli.Store-იდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

დროსთან ერთად,  იცვლება სილამაზის სტანდარტები, თუმცა, ჯანსაღი კანი ყოველთვის უპირველეს პრიორიტეტად რჩება. ეს პრიორიტეტი კი პირდაპირ დაკავშირებულია ხარისხთან. დღესდღეობით, დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბაზარზე უამრავი ბრენდია, თუმცა, ყველა მათგანი ვერ ახერხებს მომხმარებლის რჩეულად იქცეს. სოციალური მედიის განვითარებამ Beauty პროდუქტების მომხმარებლებს საკამოდ დიდი ინფორმაციის მიღების საშუალება მისცა. Instagram-ის, Tiktok-ისა და Youtube-ის ეპოქაში, გაჩნდნენ სფეროს პროფესიონალი ინფლუენსერები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტთან დაკვშირებით, მეტად საჭირო დეტალებს გვიზიარებენ. 

დღეს გაგაცნობთ ქართველი Makeup არტისტის, თინა შალიკაშვილის რჩეულ  პროდუქტებს Veli.Store-დან და მასთან ერთად, თითოეული მათგანის უპირატესობებზე მოგიყვებით. 

თინას ინსტაგრამის მომხმარებელი  კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი  Makeup არტისტია, რომელმაც გამომწერებთან ინტერაქციის გზით საინტერესო კონტენტის შექმნა და თავისი გამოცდილების გაზიარება დაიწყო. 

“დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება წარმოუდგენელია კანის მოვლის და შესაბამისად მომზადების გარეშე. ამიტომ ისევე როგორც ყველა პროფესიონალი ვიზაჟისტისათვის, ჩემთვის ჯანსაღი კანი და მასზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ პროდუქტებს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები მათ შერჩევას. ვცდილობ შევიძინო ისეთი საცხები, რომლებიც ტესტირებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ყურადღებას ვაქცევ შემადგენლობას, შეფუთვას და პროდუქტის ზომას.  რუტინა ყველა კანისთვის ინდივიდუალურად უნდა შედგეს. კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი კანის ტიპი და პრობლებები. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ყოველდღიურად ვატარებ მაკიაჟს, მაკიაჟით ძილი კი ყველაზე ცუდია კანისთვის. მხოლოდ დაბანა და დატენიანებაც კი საკმარისია მაშინ, როდესაც არ გვაქვს განსაკუთრებულად პრობლემური კანი. “  – თინა შალიკაშვილი 

როგორც უკვე იცით, Veli.Store კანის მოვლის საშუალებებისა და დეკორატიული კოსმეტიკის საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. კატალოგში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ თანამედროვე მომხმარებლის საყვარელი ბრენდები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ქართულ ბაზარზე დღეს პრაქტიკულად არ იშოვება. 

Veli.Store-ის რჩეული პროდუქტების დასახელებისას, თინა შალიკაშვილი რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც გვაძლევს, რომლებიც ყოველდღიური რუტინის შედგენისას,  აუცილებლად გამოგვადგება.

 

SkinChemists Hyaluronic Acid სახის ნიღაბი

  • ჰიალურონის მჟავა მშრალი კანის საუკეთესო მეგობარია. ჩემი კანისათვის  მხოლოდ დამატენიანებელი იშვიათად არის საკმარისი. ამიტომ კვირაში რამდენჯერმე მაინც ვიტენიანებ კანს ნიღბით. კანი რბილდება და ვიზუალურად შესამჩნევად უკეთ გამოიყურება.

 

Dr.Botanicals Pomegranate თვალის შრატი

 

  • 25 წლის შემდეგ,  თვალის გარშემო კანი კარგავს ელასტიურობას და უფრო მეტ მოვლას საჭიროებს. სწორედ ამიტომ,  ყოველთვის ვისვამ თვალის გარშემო შრატს. რუტინაში მისი შეტანა ნაადრევი ნაოჭების პრევენციისთვისაც აუცილებელი მეთოდია.

 

La Roche Posay სხეულის დასაბანი გელი Lipikar

  • La Roche Posay ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. უნდა გვახსოვდეს, რომ სახის კანთან ერთად,  ტანის მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მიყვარს ეს დასაბანი გელი, რადგან ის ხელს უწყობს PH ბალანსს.

 

Organic & Botanic Madagascan Coconut შამპუნი

  • ჯანსაღი თმა უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ყოველდღიური ზემოქმედებით ჩვენი თმის ღერი ზიანდება, რაც აისახება მის სტრუქტურაზე, ვიზუალზე. სახის კანი და თმა ერთნაირად მშრალი მაქვს, ქოქოსის შამპუნი  კი, საუკეთესოა გაყოფილი ბოლოების დასატენიანებლად. შედეგად, თმაც იდეალურად ბზინავს. 

 

Essence ტუჩის გლოსი Extreme Shine 01

 

  • ბაზარზე უამრავი დასახელების  ბრენდს და პროდუქტს ვხვდებით. როდესაც ვსაუბრობთ  Essence-ის ტუჩის გლოსზე, უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიუჯეტურმა პროდუქტმა ინდუსტრიის ძვირადღირებულ კომპანიებს დიდი კონკურენცია გაუწია. Essence-ის ტუჩის გლოსის აღნიშნული ნომერი სოციალური მედიის ნამდვილ ჰიტად იქცა. ის იდეალურად ატენიანებს ტუჩს და აქვს შესამჩნევი სველი ეფექტი, რაც გლოსის მოყვარულებისათვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. 

 

Maydear Dark Red ტუში

  • ფერადი ტუში თანამედროვე მომხმარებლისათვის ყოველდღიურ პროდუქტად იქცა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მწვანე და ყავისფერი თვალის გამოსაკვეთად წითელი ტუში საუკეთესოა, ამიტომ ისეთ დღეებში როდესაც არაფერს ვისვამ,  წითელი ტუში და ტუჩზე გლოსი უმარტივესი და ამავდროულად, ეფექტური  გამოსავალია.

 

თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის გარდა, VELI.Store-ზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი. სხვადასხვა კატეგორია აერთიანებს: ტექნიკას, საოჯახო ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს და ასე შემდეგ. 

საქართველოს მასშტაბით მიწოდება უფასოა, ხოლო შეძენისას, მომხმარებელი თავადვე ირჩევს შეკვეთის მიღების დროს. VELI.Store-ზე შეძენილი ნივთების მიღება შეკვეთის დასრულებიდან, თბილისსა და მის გარშემო სულ რაღაც სამ საათშია შესაძლებელი.

სერვისის ამ სტანდარტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  VELI.Store ქართულ რეალობაში ონლაინ შოპინგის სრულიად ახალ გამოცდილებას ნერგავს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.