“Ტყეში” – ივენთ-სერიები IIIIITKESHI
აცტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ივენთ-სერიები IIIIITKESHI წარმოადგენს ურბანულ ქაოსში მოყოლილი ფორმატის გარღვევას და თითქმის სრულიად ახალ, კონცეპტუალურ ალტერნატივას ქართული ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიისთვის.
პროექტის იდეა გაჩნდა 2020 წელს, კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით. პროექტმა ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა სხვადასხვა მედიუმის არტისტებს, ხოლო 2021 წლიდან კოჯრის ფიჭვნარში მოხდა ათასობით ადამიანის გაერთიანება მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკის მოსასმენად.
ეს პროექტი არ წარმოადგენს მხოლოდ გართობის სახეობას, არამედ ის არის სხვადასხვა მედიუმის მკვლევარიც და ზოგადი სიტუაციების გათვალისწინებით, მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას. სიახლის მუდმივი ძიება პროექტის დამფუძნებლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. Ყოველდღიურ ურბანულ ქაოსში ჩაკარგული ადამიანებისთვის, თითქოს სრულიად ახალი სამყაროს კარი იხსნება ფიჭვნარში, სადაც მუსიკის მაგიური ჰანგებითა და ვიზუალის გაერთიანებით ხდება ამ ორი მედიუმის ერთიანი შერწყმა, ბუნებრივ გარემოში. Პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ბუნებაში გატანაა და ამავდროულად, შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია. მულტიმედია სივრცე საშუალებას აძლევს არტისტებს, მუდმივად ახალ სივრცეში ეძებონ იდეები და ნამუშევრები შექმნან.
2022 წლის ივლისში TKESHI-ს ამოცანა ეროვნული იდენტობის კვლევა იყო. “რა
არის შენი ეროვნული იდენტობა და რას გააკეთებ მის დასაცავად?”
პროექტმა უმასპინძლა უკრაინელ მუსიკალური და ვიზუალური ხელოვნების 5 არტისტს.
წარსულის სურათების გაცოცხლებით, ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში
გადმოტანით და ორი მეგობარი ქვეყნის არტისტების კოლაბორაციით
მოხდა საქართველოს და უკრაინის იდენტობების მახასიათებლებით შერწყმა, ისეთი სიმბოლური გამოხატულებებით როგორიცაა ენა, ისტორია, სიმბოლოები და ორნამენტები.
2022 წლის პირველ ოქტომბერს, პროექტი კვლავ ბრუნდება სიახლით და თუ აქამდე, ელექტროაკუსტიკური მუსიკის მოსასმენად მხოლოდ ღამის ალტერნატივა არსებობდა, ახლა შესაძლებელია დღისით, კოჯრის დაუვიწყარ ფიჭვნარში დავტკბეთ მუსიკალური სანახაობით.