fbpx

Მეჯიქ შოფები – თბილისის მაგიური მაღაზიები


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

ბოლო პერიოდში ჩვენს თბილ ქალაქში სხვადასხვა მაგიურ მაღაზიებს წააწყდებით. ეს სივრცეები ძია ოლივანდერთან სტუმრობასაც ჰგავს. უბრალოდ, აქ ჯოხების ნაცვლად, შენზე მორგებულ სხვადასხვა სახის მინერალს, დეკორაციას, სიზმრის მჭერებსა თუ სურნელოვან ჯოხებს შეარჩევთ. მოკლედ, ვისაც სულიერი სიმშვიდის  მისაღწევად ფენ-შუის თუ ბუდისტური გამოცდილება სჭირდება ან ვინც, უბრალოდ, ტრანსცენდენტური სამყაროთი არის დაინტერესებული, მათთვის მრავალფეროვანი არჩევანია.



ქოვენი

ქოვენი არის ადგილი, სადაც გარდა მინერალების, გამწმენდი ჯოხების, სეიჯების, პალო-სანტოებისა და ფერადი სანთლებისა,  დიდებული ფიონა ტაროს სესიებსაც მასპინძლობს. ადგილზე შეგიძლიათ როგორც პირადი რუკის შედგენა და მის მიხედვით თქვენზე მორგებული მინერალების არჩევა, ასევე  ტაროს სხვადასხვა სახის მხატვრული დასტების შეძენა. აქ ასევე წააწყდებით სხვადასხვა სახის ელექსირებს, რომლებიც დაგეხმარებათ  ჩაფიქრებული სურვილების ასრულებაში და ამავდროულად, დაიცავს თქვენს ენერგიას გარემო ფაქტორების ზეწოლისგან.
პირადად ჩემი გამოცდილებით, ენერგიის წმენდა და მუდმივად ტონუსში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თავადაც ქოვენის ხშირი სტუმარი ვარ და მათი კონსულტაციები ხშირად მეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მაღაზია მდებარეობს ზაარბრიუკენის მოედანზე (ვორონცოვზე), ტყვიავის ქუჩა N2  


Tales by Luna

ლუნას მაღაზიაში ყველაფერს წააწყდებით – დაწყებული ენერგიის გამწმენდი ნაკრებებით,  ჰალიოტისის ნიჟარებით,  დამთავრებული სახისა და ტანის  მოვლის საშუალებებით, რომელიც ბიოდინამიკური პრინციპებით იქმნება. ლუნას მაღაზია საგანმანათლებლო ბლოგებითა და სხვადასხვა  აქტივობებითაც გამოირჩევა. 

მაღაზიის შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. თავიდან ყველაფერი ტაროს სესიებით დაიწყო, შემდეგ კი მალევე  გადაწყდა,  რომ შექმნილიყო ბლოგი, რომელიც ადამიანებს ჰოლისტურ კარგად ყოფნაზე დააფიქრებდა. სწორედ ამიტომ, ლუნამ გადაწყვიტა, რომ დაემსხვრია ადამიანთა წარმოდგენები ტაროსა და მინერალების გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტაროსა და მინერალების გამოყენება შეიძლება შინაგანად კარგად ყოფნისა და ჩვენი სურვილების მანიფესტაციისთვის. თუ ამას  მივახმართ თავის მოვლის პროდუქციას, შესაძლოა  მივაღწიოთ ძალიან კარგ შედეგს. ეს პროდუქცია ვეგანურია და გამოყენებულია ხილისა და სხვადასხვა მცენარის ნარევი ელექსირები. 

ფენშუის მაღაზია

მათთვის, ვინც უპირატესობას ფენ-შუის მიმდინარეობას ანიჭებს, მაღაზია ლინ-დაო მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. უძველესი ჩინური მიმდინარეობის, ფენ-შუის ჯადოსნური სამყარო მომხმარებელს უამრავ საინტერესო ნივთს სთავაზობს.

ფენ-შუი – ეს არის ძირძველი ჩინური მეცნიერება, ხელოვნება და კულტურა, რომელშიც გაერთიანებულია მთელი აღმოსავლური სამყაროს სიმბოლიზმი და ფილოსოფია. იგი გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიულად  და დაბალანსებულად  ბუნებასა და თქვენ პერსონალურ გარემოცვასთან, რაც საშუალებას გაძლევთ ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ.  აქ წააწყდებით სხვადასხვა მონეტებს, ტიბეტურ მძივებს, საფულეებსა თუ ა აქსესუარებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევასა  თუ მედიტაციური გამოცდილებების მიღებაში. 

მაღაზია მდებარეობს გრიბოედოვის ქუჩა N18-ში 

 

პარასკევი ღამე

რას აღარ წააწყდებით აქ! ტაროს ჩასადებებს მანტრებით, სხვადასხვა კვამლის ჩანჩქერებს, დამცავ ამულეტებს, ბუდას ქანდაკებებს, ტიბეტური ლოცვის დროშებს, ხის მუსიკალურ ბაყაყებსა და ათასგვარ  სიმბოლოს, რაც თქვენს ეზოთერულ გამოცდილებას კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემატებს.  მაღაზია გამოირჩევა ულამაზესი ინტერიერით, რომელიც უმალ იპყრობს  ყურადღებას. ისევე, როგორც სხვა მაგიური მაღაზიების შემთხვევაში, აქაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეულ პროდუქციას ახლავს  ა შესაბამისი ინფორმაცია როგორც მათი გამოყენების,   ასევე  სიმბოლური დატვირთვისა და მნიშვნელობის შესახებ  ჩვენს ყოველდღიურობაში.

მაღაზია მდებარეობს კარგარეთელის N11-ში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.