fbpx

Veli.store – ადგილი, სადაც საყვარელი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ საჩუქრებს აღმოვაჩენთ


გააზიარე სტატია

ადამიანები სიყვარულს და ერთმანეთზე ზრუნვას სხვადასხვა გზით გამოხატავენ, თუმცა, საჩუქრის გადაცემის ტრადიცია იმ უნივერსალურ ფორმად იქცა, რომელიც დადებითი ემოციებისა და კეთილგანწყობის მანიშნებელია. გულწრფელად გაკეთებულ საჩუქარს ის ძალა აქვს, რომ ის ერთნაირად ანიჭებს სიხარულს მის მიმღებსაც და გამცემსაც. 

შესაძლოა, ადამიანის გემოვნებას კარგად ვიცნობდეთ, ვიცოდეთ, რა მოსწონს მას, მაგრამ თუ განსაკუთრებულ ნივთს ვეძებთ, მაშინ არაერთი დეტალის გათვალისწინება გვიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, საჩუქრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შერჩევის პროცესი საპასუხისმგებლო და ხშირად საკმაოდ რთული ამოცანაა, რასაც ყველა თავისებური მეთოდებით  წყვეტს. 

 

ლუიზა ჩალათაშვილი, ფოტოგრაფი: “საჩუქრის მიღებაზე მეტად მისი გაცემა მიყვარს. არჩევისას იმაზე ვფიქრობ, რომ ამ ნივთმა ადამიანი გულწრფელად გაახაროს. ჩემთვის კარგ საჩუქარს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს: უნდა ვიცოდე, რომ ადრესატს ეს ნივთი სჭირდება, მოეწონება და მისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ  საჩუქრის შერჩევისას  ეს ნივთი მის მომავალ მფლობელს გვახსენებდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთულია  ორიგინალურ და უნიკალურ ნივთს მიაგნო, ამიტომაც საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივი პროცესია“.

 

ანი ბებია, მსახიობი: “საჩუქრის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს მეგობრებს, ახლობლებს  დაახლოებით ერთნაირი გემოვნება და ინტერესები გვაქვს, ამიტომაც, ვცდილობ შევარჩიო ისეთი ნივთი, რომელიც მე თვითონ გამიხარდებოდა და მომეწონებოდა. საჩუქარს ძირითადად ციფრულ სივრცეში ვარჩევ, განსაკუთრებით კომფორტულია ონლაინმაღაზიებით სარგებლობა, რამდენადაც ასეთ დროს სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია უამრავი ნივთის ვიზუალს და მახასიათებლებს გაეცნო“.

 

დათო გორგილაძე, მწერალი: “რაც უფრო შინაურია ადამიანი, საჩუქრის შერჩევა მით უფრო მიძნელდება. თუ შენთვის ძვირფასია, ესე იგი საინტერესო პერსონაჟადაც აღიქვამ. თუ საინტერესო პერსონაჟია, თავისი ინსტრუქციაც უნდა მოჰყვებოდეს – მიდრეკილებები, ჰობი, სისუსტეები და ძლიერი მხარეები. თან, ასეთ დროს მხოლოდ ჩუქებაზე ვერ დახურდავდები – პროცესიც ცერემონიალად უნდა აქციო, დრამატურგია დაალაგო, ამბავი განავითარო, საინტერესო დიალოგისთვის მოემზადო და ბოლოს – კვანძი მაშინ გახსნა, როცა ამას არ ელოდება. 

ცხადია, ამ ყველაფერს აზარტშიც შეჰყავხარ და თუ ფიქრის პროცესი კარგად წავიდა, ერთი დიდი სიამოვნებაა”. 

 

ელენე კალანდაძე, მომღერალი: “როდესაც საქმე ეხება საჩუქრის ჩუქებას, ვხვდები, რომ  ყველაზე ბედნიერი მომენტი სწორედ მაშინ დგება. ეს პროცესი ჩემთვის რიტუალივით არის, რომელსაც თავისი წესები აქვს. ერთ-ერთი ასეთი და  უმთავრესი წესია – ადამიანს საჩუქარი შეურჩიო არა ვალის მოხდის მიზნით, არამედ ამ პროცესით თავადაც მიიღო სიამოვნება. მიმაჩნია, რომ თითოეულ საჩუქარში უნდა იდოს მჩუქებლის ხასიათი, განწყობა, ენერგია, ემოციები. სწორედ ამიტომაცაა ჩემთვის საჩუქრების გაცემა მაგიური რამ!”

მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით ვარჩევთ  საჩუქარს,    მთავარია, ვიპოვოთ სივრცე, სადაც საინტერესო ნივთების აღმოჩენას შევძლებთ. სწორედ ასეთი პლატფორმაა Veli.store, რომლის საყიდლების ციფრული ველი ათასობით პროდუქტს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სასურველი ნივთი ნებისმიერი ინტერესების, ასაკისა და გემოვნების ადამიანისათვის, რადგან Veli.store-ზე ყველაფერი საჩუქარია. ნივთის შეძენისას შეგიძლიათ,   სასაჩუქრე შეფუთვაც შეარჩიოთ და ადრესატს კეთილი სურვილების ბარათთან ერთად გაუგზავნოთ. 

 

VELI.Store  სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკას, საოჯახო ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს და ასე შემდეგ. 

საქართველოს მასშტაბით მიწოდება უფასოა, ხოლო შეძენისას მომხმარებელი თავადვე ირჩევს შეკვეთის მიღების დროს. VELI.Store-ზე შეძენილი ნივთების მიღება თბილისსა და მის გარშემო შეკვეთის დასრულებიდან  სულ რაღაც სამ საათშია შესაძლებელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.