fbpx

SPORT FEST პირველი სპორტული ფესტივალია თბილისში.


გააზიარე სტატია

SPORT FEST პირველი სპორტული ფესტივალია თბილისში, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო სპორტის სახეობა, შეხვდეთ საყვარელ სპორტსმენეს და დაკავდეთ სხვადასხვა სპორტული აქტივობით.

Sport Fest 22-23 ოქტომბერს, დედაენის ბაღში გაიმართება და ერთად თავს მოუყრის: კლასიკური და ურბანული სპორტის სახეობებს, საბავშვო, საპიკნიკე და საკვებ სივრცეებს, სპორტულ არენას, სადაც ერთობლივი აქტივობები ჩატარდება, ფესტივალზე შეგხვდებიან მხიარული მასკოტები, დრამების შოუ…
Sport Fest-ზე მინი ფესხბურთის ტურნირში ჩართვის შესაძლებლობაც გექნებათ.
 
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 15-16 ოქტომებრს დაგეგმილი Sport Fest-ის საორანიზაციო ჯგუფმა, მონაწილე სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად, ფესტივალის გადადების და მისი 22-23 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
 
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ისეთ სახეობებს როგორიცაა: ფეხბურთი, ამერიკული სპორტის სახეობები, ძიუდო, რაგბი, ტექბოლი, Offroad სპორტი , მთის სპორტები, ჯიუ ჯიცუ, ურბანული სპორტი, ტანვარჯიში, ფარიკაობა, ველო სპორტი, სათავგადასავლო ტურიზმი Sport Fest-ზე ასევე დაგხვდებათ:  სხვადასხვა სპორტული მაღაზიების, ფიტნეს დარბაზების, მთის კურორტების სტენდები.
სპორტის მოყვარულებო, გელით, დედაენის ბაღში.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.