fbpx

დავიწყებული მოგონებების ველი – თამარ ნადირაძის, ჯულიეტა რობაქიძის და თორნიკე რობაქიძის ჯგუფური გამოფენა გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ სამი ხელოვანის ჯგუფურ გამოფენას „დავიწყებული მოგონებების ველი“.

გამოფენაზე წარმოდგენილია თამარ ნადირაძის, ჯულიეტა რობაქიძის და თორნიკე რობაქიძის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრები.

თამარ ნადირაძე და თორნიკე რობაქიძე ახალგაზრდა ხელოვანები არიან, რომლებთანაც გალერეა 2019 წლიდან თანამშრომლობს. გალერეა 4710-ში მათ ჰქონდათ სოლო გამოფენა და ასევე მიღებული აქვთ მონაწილეობა გალერეის რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც. გარდა გალერეისა, თორნიკეს და თამარს მონაწილეობა მიღებული აქვთ რამდენიმე საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში, ასევე მათი ნამუშევრები ევროპის და ამერიკის რამდენიმე კერძო კოლექციაშია.

ჯულიეტა რობაქიძე 94 წლის ხელოვანია, რომელიც გალერეამ რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. ჯულიეტამ ხატვა შვიდი თვის წინ, 94 წლის ასაკში დაიწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი, რომელსაც დამთვალიერებელი პირველად ნახავს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში მთავარი ხაზი სხვადასხვა ველებზე ადამიანების ყოფნა და მათი სამყაროსთან ურთიერთქმედებაა,  რომლებიც ილუზორული და მიღმიერი სამყაროს არსებობაზე მიანიშნებენ.

სამივე არტისტი განსხვავებული სახელოვნებო პრაქტიკით, გადმოსცემს პირად გამოცდილებას და გვიზიარებს ემოციურ ფრაგმენტებს დავიწყებული მოგონებების ველიდან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.