fbpx

Tata Naka-ს გაზაფხული-ზაფხული 2023-ის კოლექცია


გააზიარე სტატია

Tata Naka-ს გაზაფხული-ზაფხული 2023-ის კოლექცია შთაგონებულია დიაგილევის Ballet Russe-თი, კერძოდ კი მისი ბოლო გამოშვებით – Le Bal , რომელიც შექმნილია ბერძენ-იტალიელი სიურეალისტი არტისტის – ჯორჯო დე კირიკოს მიერ.

კოლექცია მხიარული და სახალისოა. იგი აღვიძებს დე კირიკოს ნამუშევრების სიურეალისტურ, ოცნებისმაგვარ განცდებს, განსაკუთრებით, მოცეკვავეების აღქმას, როგორც ფონის ერთგვარ გაგრძელებას.

სამოსში წარმოდგენილია ისეთი  არქიტექტურული ფრაგმენტები, როგორებიცაა კლასიკური თეთრი სვეტები, კლასიკური და არაბესკული ხვეულები შესრულებული თეთრეულისთვის დამახასიათებელი ტექნიკით.

პრინტები შესრულებულია Terrazzo ტექნიკით და წარმოდგება რამდენიმე ფერის ვარიაციით, რომლებიც შესაძლოა, დაწყვილდეს.

Tata Naka-სთვის დამახასიათებელი ხვეულიანი კიდეები კოლექციაში ღრუბლებს მოგვაგონებს, რომლებსაც თან ახლავს მზისა და მთვარის მიკერებული ან ამოქარგული ელემენტებიც.

Tata Naka-ს ახალი კოლექციის სამოსი მსახიობმა ნატალია ჯუღელმა წარმოადგინა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.