fbpx

ლამაზი გოლის ელეგანტური აღნიშვნები – არასრული ჩამონათვალი


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

 

ლამაზ გოლს კიდევ უფრო ალამაზებს ელეგანტური აღნიშვნა, ოღონდ მაისურის გახდა და ადებაიორივით სირბილი არა, არც SIIIUUU-ს ყვირილი. უფრო ცოცხალ და განსხვავებულ აღნიშვნებზე ვამბობ, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში: 

 

ენდი ვან დერ მეიდე – ცნობილი აღნიშვნა მონადირის სტილში, ზურგიდან იღებდა ისარს; 

პიტერ კრაუჩი – ტეკენის ერთ-ერთი გმირის – გან ჯეკის ცეკვა; 

ლუკა ტონი – ყურზე ხელის მოკიდება და თავის ტრიალი; 

 

რაულ გონსალეს ბლანკოს მისტიური კოცნა საქორწინო ბეჭედზე;

რობი კინის სალტო, ზურგზე გადაკოტრიალება და ყირამალა აღნიშვნა;

ტიმ კეჰილის ჩხუბი კუთხურის ალამთან;

ობაფემი მარტინსის ოლიმპიური სალტოები; 

რობი ფაულერის მოედნის ხაზის “გაყნოსვა”, რადგან ტაბლოიდებმა კოკაინის მოხმარებაში დაადანაშაულეს; 

დანიელ სტარიჯი – ცეკვა, რომელიც კლოპსაც ასწავლა; 

 

ბამფეტამი გომისი – Lion walk. 

 

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რომელ გოლს გაამეორებდი და რომელ აღნიშვნასთან დააწყვილებდი?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.