fbpx

სოსო ბლიაძის “ჩემი ოთახი“ კიოლნის კინოფესტივალის გამარჯვებულია


გააზიარე სტატია

 

ქართველი რეჟისორის, სოსო ბლიაძის სრულმეტრაჟიან ფილმს “ჩემი ოთახი“ კიოლნის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ სურათი 14 სხვადასხვა საკონკურსო ფილმიდან გამოარჩიეს.

ფილმი, რომლის სიუჟეტიც კოვიდპანდემიის პერიოდს ასახავს და ორი გოგოს საინტერესო ცხოვრების შესახებ გვიყვება, სწორედ პანდემიის პერიოდში ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გადაიღეს.

 

ფილმის სცენარზე, რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელმა, თაკი მუმლაძემაც იმუშავა.   

24 წლის თინას ოჯახიდან წამოსვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. თბილისში ის ოთახს  თანატოლ გოგოსთან ერთად ქირაობს, რომელსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.  

აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის ეს პირველი საერთაშორისო წარმატება არ არის –  ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც ამ ფილმის პრემიერა შედგა, ქართველმა მსახიობებმა  გაიმარჯვეს. 

მთავარ როლებს კი თაკი მუმლაძე, მარიკა ხუნდაძე, სოფიო ზერაგია, ლაშაო გაბუნია, სოსო ბლიაძე, გიორგი წერეთელი და გიორგი გრძელიძე ასრულებენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.