fbpx

4 ნოემბერს Mono Hall-ში Circus Mircus კონცერტს გამართავს


გააზიარე სტატია

4 ნოემბერს Mono Hall-ში მუსიკალური ბენდი Circus Mircus კონცერტს გამართავს, სადაც მოწვეული სტუმრების სახით დათო ჯიქიას (Bedford falls), ბექა თევდორაშვილის (4D Monster Lobsters), ლუკა ნაჭყებიას, სანდრო ბიბიჩას, ტატო რუსიას და გია იაშვილის (Sky Diving Penguins) მოსმენასაც შეძლებთ.

ბენდმა პირველი სოლო კონცერტი ივლისში Dedaena Bar-ში გამართა, თუმცა Mono Hall-ში დაგეგმილი ღონისძიება თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით განსაკუთრებულია. როგორც ნიკა კოჩაროვი ამბობს, კონცერტზე ისეთ კომპოზიციებსაც მოვისმენთ, რომელიც ჯერ არ გამოცემულა. 

შეგახსენებთ, რომ Circus Mircus დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა და სიმღერით „Lock Me In“ უკანასკნელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი თავდაპირველი იმიჯი ჯგუფის შემადგენლობას ანონიმურს ტოვებდა, მოგვიანებით როგორც გაირკვა ბენდი 4 მუსიკოსს, ნიკა კოჩაროვს, სანდრო სულაქველიძეს, არჩილ სულაქველიძეს და შოთა დარახველიძეს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ მათ ახალი სიმღერა Lizard In A Fish Tank და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელეს, რომლის ფარგლებშიც Qaji Todia-სთან ითანამშრომლეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.