ატარე მზის სათვალე შემოდგომა-ზამთარშიც – IZIPIZI – ეს სტილის ძლიერი სვლაა!
სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდგომასა და ზამთარში მზის სათვალის ტარება დღემდე ტაბუირებულია. ზოგიერთი ამბობს, ამ სეზონებზე მზის სხივები სულაც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი თვალებისთვის, სხვებისთვის კი ზამთარში მზის სათვალით მოსიარულენი სტერეოტიპულ, ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ნიუიორკელებთან ასოცირდებიან.
საქმე ისაა, რომ შემოდგომა-ზამთარში მზის სათვალის ტარება არამხოლოდ სტილის შექმნის საშუალებაა, არამედ ფუნქციურადაც მნიშვნელოვანია.
ცივი ამინდი გვაიძულებს, სილუეტები ნაქსოვი ტანსაცმლითა და ქურთუკებით დავიმძიმოთ და ერთადერთი რამ, რითაც ჩვენი სამოსის შეხამება შეგვიძლია, ფერების გათვალისწინებაა. სათვალე კი მშვენიერი დანამატია ასეთ დროს.
რადგან ზამთრის მზე ნაკლებად მწველია, იგი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხვდება თვალს, შესაბამისად, მეტად დამაზიანებელია თვალისთვის, ვიდრე ზაფხულში. თვალს ზამთარშიც ისევე სჭირდება მზისგან დაცვა, როგორც ზაფხულში.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრის სათვალეების ჩრდილები აბსოლუტურად განსხვავებულია. ზაფხულის მსუბუქი დამცავისაგან განსხვავებით, ისინი თამამი და ექსპრესიულია. და როდესაც ისეთი წონიანი ბრენდები, როგორებიცაა Balenciaga, LOEWE და Oakley მხარს უჭერენ ძლიერ გადაწყვეტილებებს, ჩვენ როგორღა დავაყენებთ ეჭვქვეშ ზამთრის გარდერობში მზის სათვალის აუცილებლობას?!
საილუსტრაციოდ, შევარჩიეთ გენიალური, ისტორიით სავსე ფრანგული ბრენდის – იზიპიზის საუკეთესო სათვალეები შემოდგომა-ზამთრისთვის, რომლებიც შეგიძლიათ, დაათვალიეროთ.
IZIPIZI ESSENTIA – ეს არის ახალი სიტყვა დიზაინში. ნებისმიერი მოდელის ნებისმიერი ჩარჩო უნიკალურია, რომელიც ხასიათდება უნიკალური ფერებით, პატერნებით და ინდივიდუალიზმის გამოხატვის შეუდარებელ ატრიბუტად იქცევა.
ESSENTIA C SHAPE WILD BRIGHT კი – ნათელი, თბილი მოწითალო ყავისფერი ჩარჩოებით დასრულებული, ცხოველური პრინტით, რომელიც სავსეა ხასიათით, უამრავი მხურვალე მუხტითა თუ ასპექტით, უდავოდ გახდება თქვენი სტილის შეუდარებელი თანამგზავრი.
IZIPIZI ESSENTIA SHAPE E OILY WHITE – თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არამხოლოდ მზისგან დაცვას გულისხმობს, არამედ ჩვენი დროის ყველაზე მძაფრი პრობლემისგან – როგორიცაა ეკრანის მავნე, ლურჯი გამოსხივება. ეკრანის დამცავი სათვალეები ფუნქციონალის გარდა, ელეგანტური იმიჯის შექმნის გარდაუვალი ატრიბუტია. ESSENTIA OILY WHITE – ეს არის მარმარილოს სტილი, რომელიც აინტრიგებს თვალს. შეფერილი ნაპერწკლები ერწყმის გამჭვირვალე მასალას, ქმნის თხევად ეფექტს, როგორც ზეთი წყალში. თითოეული ჩარჩო კი უნიკალურია.
IZIPIZI SPEED LOW LIGHT CAT – ყველაზე ტრენდული მოდელი თავდაჯერებისა და სახასიათო სტილის გამოხატვის გარდა, გარანტირებულ დაცვას გთავაზობთ მზის სხივებისგან. მისი მრავალფუნქციური დიზაინი და სხვადასხვა კატეგორიის დამცავი ლინზები ექსტრემალურ გარემო პირობებშიც შეგიქმნით კომფორტს.
IZIPIZI ZENITH GOOD WEATHER POLARIZED
ეს არ არის მხოლოდ სათვალე, ესაა ნივთი, რომელიც თქვენთან ერთად შეაგროვებს მოგონებებს წლის ნებისმიერ სეზონზე. დახვეწილი დიზაინი, ექსტრაკომფორტული, რეგულირებადი დამცავი ელემენტებით დაასრულებს ნებისმიერ ლუქს და სრულიად გადმოსცემს თქვენი სტილის ჩანაფიქრს როგორც ყოველდღიური, ისე სპორტული აქტივობებისას.