fbpx

5 კინოეკრანი – ქართული კინოს კვირეული მიტოვებულ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში


გააზიარე სტატია

გეპატიჟებით ქართული კინოს კვირეულზე მიტოვებულ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში. ნოემბრის მეორე კვირაში გორში, კასპში, ამბროლაურში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში წლების წინ ჩამქრალ 5 ეკრანზე კინო დაბრუნდება.

ეს ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და “ქსელი” შექმნეს. „ქსელი“ საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი ქსელის წევრების პირველი მნიშვნელოვანი  თანამშრომლობაა.

ქსელის მიზანია ახალგაზრდებს რეგიონში ყოფის აუტანელი მოწყენილობის შემსუბუქებაში დაეხმაროს, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მხარდამჭერი სივრცეების შექმნით. ამ ღონისძიების მიზანი “ქსელის” იდეების და სამომავლო გეგმების “გამომზეურებაცაა” და თანამოაზრეების შემოკრებაც.

მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს მიზნად.

ჩვენებების განრიგი:

  • 7 ნოემბერი
    ბოლნისი, ძველი კინოთეატრი, ალ.კობერიძის ფილმი, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”
  • 8 ნოემბერი
    გორი, სოფ. ბეთლემი, კულტურის სახლი, უტა ბერიას ფილმი – “უარყოფითი რიცხვები”
  • 14 ნოემბერი
    ამბროლაური, კინოს ყოფილი შენობა; უტა ბერიას ფილმი – “უარყოფითი 
    რიცხვები”
  • 15 ნოემბერი
    თეთრიწყარო, სოფ. სამშვილდე, კლუბის შენობა – ელდარ შენგელაიას ფილმი 
    “შერეკილები”
  • 15 ნოემბერი
    კასპი, სოფ. კოდისწყაროს კულტურის სახლი – ალ.კობერიძის ფილმი, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”

 

“ქსელი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების და ორგანიზაციების კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ქსელს წარმოადგენენ ადამიანები, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანონ რეგიონებში მოწყენილობის დაძლევაში მხარდამჭერი, შემოქმედებითი და ღირსეული საარსებო გარემოს შექმნის გზით.  ქსელი აგრეთვე მუშაობს

რეგიონებში მიტოვებული ან ფუნქციადაკარგული კულტურული სივრცეების გაცოცხლებაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.