fbpx

Global Finance: საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოში საუკეთესოა


გააზიარე სტატია

Global Finance: საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურების მხრივ საქართველოში საუკეთესოა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა პერსონალური საბანკო მომსახურების მხრივ   მსოფლიოში საუკეთესო ბანკები წელს მერვედ დაასახელა. ქვეყნის მასშტაბით ეს ჯილდო კი საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას ერგო.

ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი: „როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც  აღმასრულებელ რგოლს ხელმძღვანელობენ  და გამოცდილი პროფესიონალები არიან როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ ტენდენციებში, უფრო გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ, კიდევ უფრო რთულია დააკმაყოფილო მათი საჭიროებების საკმაოდ ფართო სპექტრი. Global Finance პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის  მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აღწევენ  დიდ წარმატებას როგორც რიცხვებში, ასევე იმ საჭიროებების მაღალი ხარისხით დაკმაყოფილებაში, რაც მათ მომხმარებლებს აქვთ“.

ეთერ ირემაძე – საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურების მხრივ  საქართველოში  საუკეთესოდ დაასახელა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, არის მოტივაცია, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენს მომხმარებლებს  კიდევ უფრო სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათთვის სასურველ არხში, მოვერგოთ მათ მუდმივად ცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილება მიიღეს თავად ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. სარედაქციო საბჭომ მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესაფასებლად დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარა.

საერთაშორისო გამოცემა Global  Finance 1987 წელს დაარსდა. ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით  მსოფლიოს 193 ქვეყანაში გამოიცემა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.