fbpx

Touch22 x Startups – ტექნოლოგიური სტარტაპების გამოფენა რეგისტრაცია დაიწყო


გააზიარე სტატია

 

Touch Summit –  საერთაშორისო სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.

ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.

Touch x Startups 22-ი სტარტაპ გამოფენისთვის რეგისტრაციას იწყებს.

Touch22-ის ფარგლებში 7 და 8 დეკემბერს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა,  რუსთაველის თეატრის კედლებში საკუთარი იდეები და მიღწევები გააცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსწრე საზოგადოებას, მოისმინონ მათი შეფასებები, დაამყარონ ახალი ბიზნეს-კონტაქტები და შესაძლოა შეიძინონ ინვესტირების ახალი შესაძლებლობებიც.

სამში შეირჩევა 30 სტარტაპი, რომელიც 2 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სამიტის ფარგლებში.

სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებია:

  • სტარტაპ ექსპოზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტარტაპი იყოს ტექნოლოგიური;
  • აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტარტაპს ჰქონდეს MVP (Minimum viable product );
  • ამარტივებდეს ან ბაზარს სთავაზობდეს პრობლემის სრულად მოგვარების გზას;
  • იყოს ინოვაციური ქართული ბაზრისთვის;
  • რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 25 ნოემბრამდე.
  • რეგისტრაციის ბმული.

 

შეგახსენებთ, რომ წელს სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media, Ogilvy, AKQA, Microsoft  და ბევრი სხვა.

სპიკერების სრული სია.

წელს კონფერენციას 4 მთავარი მიმართულება აქვს: დიზაინი, ტექი, ბიზნესი და მომავალი.  ყველა სემინარი და დისკუსია ამ მიმართულებებით იქნება  წარმოდგენილი.

“Early Bird” ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.