fbpx

სამზადისი – ერთი ყუთი თავგადასავალია თქვენს კართან


გააზიარე სტატია

ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიაში ადგილის დასამკვიდრებლად ახალი სტარტაპი ემზადება. სამზადისი – ერთი ყუთი თავგადასავალია თქვენს კართან.

ბრენდის კონცეფცია გულისხმობს კერძის სახლში მზადების ახალ, გამარტივებულ გამოცდილებას, რომლის მთავარი უპირატესობა, სამზადისთან დაკავშირებული დისკომფორტების თავიდან არიდებაა. “სამზადისი”, ერთი მხრივ, თავგადასავლებით სავსე, საოჯახო, მეგობრული, თუ სოლო რიტუალია, რომელიც გეხმარება, რომ მზადების პროცესი უფრო მარტივი გახდეს, ნაკლები დრო წაგართვას, სახალისო გამოცდილებად იქცეს და ის დისკომფორტები დაგავიწყოს, რაც კერძის შინ მზადებას შეიძლება ახლდეს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს უცხო და მრავალფეროვანი რეცეპტები, ერთ პლატფორმაზე, ჩვენს აპლიკაციაში იყრის თავს. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი კვირის 15 რეცეპტიდან, სასურველს შეარჩევს და იქვე შეუკვეთავს. ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ კი, რეცეპტი ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო შერჩეული კერძის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი, სამზადისის ყუთში იყრის თავს და მომხმარებლის სახლისაკენ იღებს გეზს.

“სამზადისი” გემრიელი კერძის შინ მომზადების გამარტივებული გზაა, რადგან მზადების თითოეული ნაბიჯი, რეცეპტში დეტალურადაა აღწერილი. ეს საქმეს უმარტივებს დამწყებ, თუ მოყვარულ კულინარებს, გამოცდილი მზარეულებისთვის კი, დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

სამზადისი უპირატესობა ისიცაა, რომ დროსთან ერთად, ენერგიას ზოგავს, რაკი პროდუქტების შესაძენად არც ბაზარში, არც სუპერმარკეტებსა თუ ონლაინ შოპინგის გვერდებზე დაგჭირდებათ საჭირო ინგრედიენტების ძებნა. Მით უფრო, რომ სამზადისის ყუთებში ისეთ პროდუტებსაც აღმოაჩენთ, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი არაა ქართულ ბაზარზე.

დიასახლისებისა და ყველა იმ ადამიანის საზრუნავი, ვინც კერძებს ხშირად ამზადებს სახლში, იდეების სიმწირეა. “დღეს რა მოვამზადო, დღეს რა ვჭამოთ?”- ხშირად ისმის შეკითხვა. “Სამზადისი” პასუხია იმაზე, თუ როგორ შექმნა არჩევანის მრავალაფეროვნება ნებისმიერი გემოვნებისა თუ კვების რუტინის მქონე ადამიანისთვის. აპლიკაციაში ქართული, ევროპული და აზიური კერძების რეცეპტებია ხელმისაწვდომი: ხორცის და თევზის, ვეგეტარიანული და ვეგანური, დაბალი კალორიების მქონე, სწრაფი და გემრიელი კერძების ჩათვლით.

“სამზადისის თითოეული ყუთი, 2-3 პერსონაზე გათვლილ, კონკრეტული კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს იტევს, არც მეტს და არც ნაკლებს. Შესაბამისად, ერთი კერძის მომზადებისას, მომხმარებელი სრულად იყენებს ინგრედიენტებს. ასეთი მიდგომა ჩვენი იმ სურვილითაა განპირობებული, რომ საკვები ნარჩენების მართვაში, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევაა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ვიზრუნოთ გარემოს ზიანის შემცირებაზე.

სამზადისი ჩაფიქრებულია, როგორც საკუთარი ხელით შექმნილი დღესასწაული, რომელიც თანაბრად შეიძლება იქცეს – მეგობრული, ოჯახური თუ წყვილის მიერ, კერძის ერთად, სიყვარულით მზადების ტრადიციად, დისკომფორტების გარეშე”. – ამბობს ახალი ქართული სტარტაპის, სამზადისის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანი მაჭარაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.