Touch22-მა ვოქრშოფები დაანონსა
გააზიარე სტატია
უნიკალური შანსი მიიღო რეალური ცოდნა მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან!
ვინც მსგავსი მასშტაბის კონფერენციაზე ან ფესტივალზე ყოფილხართ ნაცნობი იქნება შეგრძნება – გინდა რომ ყველაფერი მოასწრო, არაფერი გამოგრჩეს და ინსპირაციის და ცოდნის სრული ხურჯინით დატვირთულმა დაასრულო 2 დღიანი მოგზაურობა.
Touch22-მა ვოქრშოფები დაანონსა, რომელიც ქინოუთ სესიებისა და პანეულური დისკუსიების პარალელურად გაიმართება.
გაგაცნობთ 4 ვორქშოფს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.
- სლავა ბოლტის ევროპის ოფისის უფროსი პროდუქტ მენეჯერია. ის ბევრი წელია პირად ბლოგზე ძალიან საინტერესო სტატიებს წერს დიზაინ ფიქრის, სწორი დიზაინ სისტემის შექმნის ტექნიკებსა და სხვა ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Მრავალწლიანი გამოცდილება მან ერთ ვორქშოფად გააერთიანა და რუსთაველის დარბაზში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ესაუბრება თემაზე: “Designing a custom product workshop” ხშირად საჭიროა კლასიკური მიდგომებიდან გადახვევა, იმისთვის რომ კონტექსტი სწორად გავიაზროთ და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ვიპოვოთ.
- დენი ბენეტი Ogilvy Consulting UK-დან გვესტუმრება და ქინოუთ გამოსვლის გარდა, ძალიან საინტერესო ვორქშოფ სესიას ჩაატარებს სახელწოდებით: “How to increase the effectiveness of your marketing through 9 key principles of behavioral science” დენი ქცევითი მეცნიერებების უფროსი პარტნიორია Ogilvy Consulting UK- ში და ის ამ სფეროს ყველაზე გამოცდილი ადამიანიას, მარკეტერებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ადამიანის – რორი საზერლენდის გუნდში წამყვანი პოზიცია უკავი. Ვორქშოფის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჩვევები და ქცევები გავითვალისწინოთ მარტკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისას და კონკრეტული გზების ცოდნით ჩვენი აქტივობები გაცილებით ეფექტიანი გავხადოთ.
- კირილ სერმაკი შტუდგარტის პორშეს ოფისიდან გვესტუმრება და 2 საათიანი ვორქშოფის ფორმატში გაგვაცნობს IOS სისტემის არქიტექტურის მარტივ და უმტკივნეულო ტექნიკებს. Მისი ვორქშოფი Introduction into Reverse Engineering and iOS Security სახელიდანაც გასაგებია, რომ მეტწილად IOS დეველოპერებისთვის იქნება გათვლილი.
- Მონიკა მატუსიევსკა სერთიფიცირებული ქოუჩია LaMatu-დან. Მას 16 წლიანი გზა აქვს გამოვლილი დიდ კორპორაციებში, როგორიცაა: IBM, Philips, IKEA, NIkon და L’Oreal. Მისი ვორქშოფის სათაურით “Focus on Distractions. How to maintain focus in a world full of distractions?” დაგვეხმარება ქაოსით სავსე სამყაროში ახლიდან ვისწავლოთ ფოკუსირება და ამით გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა და ცხოვრების ხარისხი.
ვორქშოფებზე რეგისტრაცია 25 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
იქამდე კი დროა სამიტზე დასასწრებ ბილეთზე იზრუნოთ.
“Early bird” ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია! ფასების 60%-ით ზრდა 25 ნოემბრიდან იგეგმება.
- ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ლინკს.
- Touch22-ის სპონსორები და მედია პარტნიორები.
- მეტი ინფორმაციისთვის: ივენთის ფბ გვერდი.