fbpx

Female Freedom Film Festival – 25 ნოემბრიდან თბილისი, ბერლინსა და ჩერნივციში


გააზიარე სტატია

Female Freedom Film Festival 2022 წლის 25 ნოემბერს სამ ქალაქში ერთდროულად გაიხსნება – თბილისში, ბერლინსა და ჩერნივციში. 

 

ფესტივალის სახელიც ადასტურებს, რომ ის კინორეჟისორ ქალებს და მათ მიერ გადაღებულ პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვან ფილმებს ეძღვნება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა  ავტორი ქალების ემანსიპაციას და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას. 

 

ფესტივალს მკვეთრი პოზიცია აქვს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით. წლევანდელი ფესტივალის პროგრამის მთავარი თემაც ომია და ის გამოწვევები, რომლებიც მისი მიმდინარეობისას ჩნდება, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ფილმების ჩვენებით, რეჟისორებთან შეხვედრებითა და დისკუსიების მეშვეობით კინოფესტივალი წინ წამოწევს იმ ქალების ხმას, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ომი, დევნილობა და ძალადობა. 

 

Female Freedom Film Festival ევროპული მედია ინიციტივის პროექტია და ხორციელდება საქდოკ ფილმთან (თბილისი),  Gedankendach (ჩერნივცი) ერთად, მას ორგანიზებას უწევს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. 

 

თბილისში ჩვენებები სამი დღის განმავლობაში გაიმართება კინოთეატრ “ამირანში” (მერაბ კოსტავას ქუჩა 36/1) 

 

 

პარასკევი, 25 ნოემბერი 

16:00 – “დედამიწა ფორთოხალივით ლურჯია”, რეჟისორი ირინა ცილიკი, უკრაინა 

18:00 – “გამოკვეთილი ნიშნების გარეშე”, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა 

19:30 – “შინაგანი ბრძოლები”‘, რეჟისორი მაშა კონდაკოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ) 

 

შაბათი, 26 ნოემბერი 

16:00 – “განსაწმენდელი”, ტატიანა სვირეპა, ბელორუსი; “მარა”, რეჟისორი საშა კულაკი, ბელორუსი 

18:00 – “ეს წვიმა არასოდეს შეწყდება”, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ) 

20:00 – დისკუსია – ქალები ომში – ნინო კალანდარიშვილი, ლილია ჩიხლაძე, მოდერაცია – ნინო ლომაძე 

 

კვირა,  27 ნოემბერი 

16:00 – “1937”, რეჟისორი ნორა მარტიროსიანი, სომხეთი 

18:00 – “პლაი”, რეჟისორი ევა ჯიშიაშვილი, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ) 

 

ჩვენებაზე დასწრება უფასოა, თუმცა პოსტერზე დატანილი QR კოდის საშუალებით შეგიძლიათ დონაციაში მიიღოთ მონაწილეობა და დაეხმაროთ უკრაინის ომში ფრონტზე მყოფ ქალებს. 

 

დამატებითი ინფორმაცია: Female Freedom Film Festival ან SAKDOC FILM


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.