გამოფენა “მომავლის თანდასწრება” – ომის შემდგომი სოციალისტური არქიტექტურა
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცეში – მაუდი, ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, ომის შემდგომი სოციალუსტური არქიტექტურის კვლევას მიძღვნილი გამოფენა „ მომავლის თანდასწრება“ , ანა ჩორგოლაშვილის კურატორობით. გამოფენა სამ დამოუკიდებელ ექსპოზიციას აერთიანებდა.
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი
საიდან/ როგორ გაჩნდა გამოფენის იდეა?
გამოფენის მოწყობის იდეა უკავშირდება ჩეხეთის ცენტრის გახსნას თბილისში. ჩეხეთის ცენტრის (თბილისი) დირექტორის ივანა ბურსიკოვას ინიცატივით იგეგმებოდა გამოფენის ‘Iconic Ruins – ომისშემდგომი არქიტექტურა ვიშეგრადის ქვეყნებში’– ის თბილისში ჩამოტანა, რომელიც მომზადდა 2020 წელს ჩეხეთის ცენტრის პრაღის ოფისის ორგანიზებით. მას შემდეგ რაც მეც ჩავერთე პროექტში, გადავწყვიტეთ, რომ გვეჩვენებიანა არა მხოლოდ სოციალისტური ბლოკის გამოცდილება არამედ მოგვემზადებინა კვლევას დაფუძნებული ადგილობრივი კონტრიბუცია, რომელიც თბილისის ომისშემდგომი ე.წ. საბჭოთა მოდერნიზმის მაგალითებზე იქნებოდა ფოკუსირებული. ასევე დაიგეგმა საჯარო პროგრამა უნგრელი, სლოვაკი, პოლონელი და ქართველი მომხსენებელბის მონაწილეობით. მას შემდეგ დავუკავშირდით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, კერძოდ ჯესი ვოგლერს და დავგეგმეთ სემინარი, შევარჩიეთ სამი შენობა: ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა და პედაგოგიური ტექნიკუმი; დავპატიჟეთ არქიტექტორები: ტომას იბრაჰიმი, ლაშა შარტავა, ნანო ზაზანაშვილ და პოლიტოლოგი ერეკლე ჩინჩილაძე, რომლებმაც უხელმძღვანელეს სემინარს. სტუდენტებმა იმუშავეს აღნიშნული შენობების ისტორიული განვითარების, ამჟამინდელი მდგომარეობის და მომავალი გარემოებების თემების გარშემო. აგრეთვე, გამოფენის მესამე ნაწილის თანაკურატორად მოვიწვიეთ თბილისი არქიტექტურის არქივი (მარიამ გეგიძე, ნათია ასაბაშვილი, ნინო ჩაჩხიანი), მათ მოამზადეს კვლევა და ექსპოზიცია საწყლოსნო-სპორტული კომპლექსის, ლაგუნა-ვერეს შესახებ. გამოფენა გაიმართა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცეში – მაუდი, ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი
რა აერთიანებს ამ სამ ექპსპოზიციას და რა მნიშვნელობას ატარებს გამოფენა ჩვენიარქიტექტორული მომავლისათვის?
გამოფენის გამაერთიანებელი ხაზი ომისშემდგომი, სოცილისტური არქიტექტურის კვლევაა, რაც ამ მემკვიდრეობის მომავალზე დისკურსის გაღრმავებას ემსახურება.
ჩვენ ვეცადეთ აქცენტი დაგვესვა ამ მემკვიდრეობის სოციალურ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე, ადგილობრივი ნაწილისთვის შერჩეული ობიექტები საჯარო-საზოგადოებრივი შენობებია, მათი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს თავდაპირველ ფუნქციას და საჯაროობას,თუმცა სამწუხაროდ ლაგუნა-ვერეს კომპლექსი სრულად პრივატიზებულია და განადგურების პირასაა. ვფიქრობ, ამ მემვკიდრეობის ფასეულობის და მნიშვნელობის გადააზრებისთვის კრიტიკული დროა, რადგან თავად ეს მემკვიდრეობა განადგურების კრიტიკული ზღვარზე იმყოფება. გარდა მნიშვნელობისა, რომელსაც 60-იანი,70-იანი,80-იანი წლების საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა ატარებს უშუალოდ ქართული არქიტექტურის განვითარების ისტორიისთვის, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა და ღრმა კვლევას იმსახურებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ ამ მემკვიდრეობის სოციალურ ფასეულობაზე, რომელიც ჯერ კიდევ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, თანამედროვეობას მოვარგოთ და დავუბრუნოთ ქალაქს.
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი
რაც შეეხება სამი დამოუკიდებელი ექპსოზიციის ვიზუალურ გაერთიანებას – თბილისის არქიტექტურისარქივის მიერ მომზადებული, კვლევას დაფუძნებული გამოფენა საწყლოსნო-სპორტული კომპლექსის, ლაგუნა-ვერეს შესახებ; გამოფენა „The Iconic Ruins, ომისშემდგომი არქიტექტურა ვიშეგრადის ქვეყნებში“ და ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის სტუდენტებისმონაწილეობით წარმართული სემინარის შედეგების პრეზენტაცია – საკამოდ რთული ამოცანა იყო, რომელიც პროექტიში ისევ არქიტექტორის ჩართვით გადაიჭრა. გამოფენის დიზაინზე იმუშავა დავით ბროდკსკიმ, მისი ავტორობით შეიქმნა საგამოფენო მაგიდები, სემინარის ოთახისთვის ხის ბადე სადაც განთავსდა სტუდენტების ნამუშევრები და სხვა ბევრი დეტალი საერთო ექპსოზიციის შესაქმნელად.
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი
აქ იდგა ერთის მხრივ საგამოფენო სივრცის სამ დამოკიდებელ ნაწილად დანაწევრების და ამავდორულად დიზაინის განმეორებადი ელემენტებით მისი გაერთიანების ამოცანა, რასაც ვფიქრობ წარმატებულად გავართვით თავი, რადგან მიუხედავად მასალის მრავალფეროვნებისა ვფიქრობ ვიზუალური და შინაარსობრივი ერთიანობის შექმნა გამოფენისთვის მაინც მოხერხდა.
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი
- კურატორი: ანა ჩორგოლაშვილი
- ასისტენტები: სალომე სორდია, მარიამ ინაშვილი
- პროექტის მენეჯერი: თამარ ჯანაშია
- ექსპოზიციის დიზაინის ავტორი: დავით ბროდსკი
- ასისტენტი: ნიკოლოზ ცაგარეიშვილი
- გრაფიკული დიზაინი: ელენე გაბრიჩიძე
- თარგმანი და რედაქტირება: ანა კამლაძე, ანა ჩორგოლაშვილი, ელენე კობიძე
განსაკუთრებული მადლობა პროექტის ტექნიკურ ჯგუფს
თბილისის არქიტექტურის არქივი
- მარიამ გეგიძე, ნინო ჩაჩხიანი, ნათია აბასაშვილი
ICONIC RUINS?
- ორგანიზატორი: ჩეხეთის ცენტრი Czech Centres
- მთავარი კურატორები: ჰენრიეტა მორავჩიკოვა (სლოვაკეთი), პიოტრ ვორლიკი (ჩეხეთი)
- კურატორები: ანა სიმერი (პოლონეთი), აბელ მესაროში (უნგრეთი)
- გრაფიკული დიზაინი: რიჩარდ იაროსი (Side2)
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- სტუნდენტები: მეგი ლელაშვილი, ნანუკა მარდალეიშვილი, გვანცა მოდებაძე, ნინო მაჭარაშვილი,ალექსანდრე ფარესიშვილი, ილია ოსიაშვილი, სალომე სარიშვილი, ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, ვაჟა ჯაფარიძე, საბა ჩუბინიძე, ნიკოლოზ ქვაჭრელიშვილი, საბა ხვედელიძე, ნინი ჯაბიძე
- ხელმძღვანელები: ტომას იბრაჰიმი, ნანო ზაზანაშვილი, ერეკლე ჩინჩილაძე, ლაშა შარტავა
განსაკუთრებული მადლობა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას
საჯარო პროგრამა
- მოდერატორი: დავით ბოსტანაშვილი
- მომხსენებლები: ლადო ვარდოსანიძე, თამარ ხოშტარია (საქართველო); ნიკოლოზ ლეკვეიშვილი (საქართველო); პიტერ სალაი (სლოვაკეთი); პიოტრ ვორლიკი (ჩეხეთი); დანიელ კოვაჩი (უნგრეთი); ანნა სიმერი (პოლონეთი), მიხეილ მურავსკი (პოლონეთი)
პროექტი დაფინასებულია Visegrad Fund-ის მიერ და ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის
ფარლგებში.
პარტნიორები: Czech Centre Tbilisi, MAUDI multifunctional space for Contemporary Art, National Scientific Library of Georgia, National Archives of Georgia,Czech Centres, Cen Department of Architecture, Institute of History, Slovak Academy of Sciences, Bratislava, Faculty of Architecture CTU in Prague, Hungarian Contemporary Architecture Centre, Hungarian Museum of Architecture and Monument Protection Documentation Center.