fbpx

საფრანგეთში ნოე სულიერის წარმოდგენა – “პირველი მეხსიერება” გაიმართა, რომლის სცენოგრაფიც თეა ჯორჯაძეა


გააზიარე სტატია

ნოე სულიერის ახალი შემოქმედება აერთიანებს ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ და პლასტიკურ კვლევას სხეულის ენისა და შესაძლებლობის უკეთ გადმოსაცემად.

მიზნის მისაღწევად ავტორი უკუაგდებს ყოველდღიურ ჟესტების ენას და ცდილობს წარმოაჩინოს ის, რაც უფრო უცნობია და დამალული.

,,ადამიანის სხეულის ზოგიერთი ნაწილი უფრო ცენტრალურია, მაშინ, როცა სხვები თითქოს გვერდზე, ყურადღების მიღმა რჩებიან.წარმოდგენა გვაჩვენებს სხეულის გამოცდილებას მისი ნაწილების ერთობლივი და ცალ-ცალკე მოძრაობებით”.

დადგმაში მნიშვნელოვანი როლი აქვს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ვიზუალური არტისტის, თეა ჯორჯაძის ხედვას. ავტორები ერთად ქმნიან გამოცდილებას, სადაც ჟესტები, ხმა და ობიექტები ერთმანეთს ერწყმიან. მათი შემოქმედება ფიზიკურად სცდება სცენას და გადადის მუზეუმის დანარჩენ სივრცეში. ღონისძიება ერთდროულად არის კონცეპტუალურიც და მოძრაობაში ღრმად ფესვგადგმულიც.

 

ორიგინალი: https://www.centrepompidou.fr/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.