Sooley & Co. – ინსპირაცია ღვინის ბოთლში – ღვინის მოყვარულებისა და სიახლეების მაძიებლებისთვის
Sooley & Co. – ღვინო ინსპირაციისთვის
AT.ge Sooley & Co.-ის კრეატიულ დირექტორს და თანადამფუძნებელს, ლევან ჩიკვაიძეს ესაუბრა.
“ღვინის შექმნის ინსპირაცია არის სულიკო – ძიების ყველაზე ცნობილი ისტორია. როგორც ლექსის მოქმედი გმირი ეძებს სულიკოს, საყვარელ ადამიანს, ასევე ეძებს შემოქმედებითი ადამიანი, რომელსაც რაღაც ახლის შექმნა სურს – ინსპირაციას”
ღვინო ყველა მოვლენის ეპიცენტრშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის ენერგეტიკის მომცემი სითხე, სწორედ ამიტომ შეიქმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს იმ ენერგიას მიანიჭებს, რომლის ძიებაშიცაა.
ღვინო იქნება თეთრი და წითელი – რქაწითელი და საფერავი.
გუნდმა, რომელმაც Sooley & Co. შექმნა, 2 წლის წინ დააფუძნა ქართული ბრენდი Charles Rullo – ჭაჭა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბარებში.
ღვინო ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ღვინის სამშობლოში სხვა უფრო უკეთესი რა შეიძლება იყოს?!
Sooley & Co. ბავშვობის მეგობრებმა შექმნეს: ლევან ჩიკვაიძე – კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლევან ტურძელაძე – გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი და გიორგი წურწუმია – თანადამფუძნებელი. ეს გუნდი განსაკუთრებული სინერგიით მუშაობს და ქმნის ისეთ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს თავს აუცილებლად შეაყვარებს.
ლევან ჩიკვაიძე: “ბრენდის მიზანი, კრეატიული ადამიანების გაერთიანების გარდა, ამ ნიშაში წარმატების მიღწევა და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექსპორტზე გასვლაა”.
პროდუქტის ავტორებისთვის ხარისხი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რითაც გამორჩეულები იქნებიან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ქართული ყურძნის ჯიშებს.
ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავეს მაშო ნარტყოშვილმა და მეკო ჭიკაძემ.
Charles Rullo-ის და Sooley & Co.-ის დამფუძნებლებმა ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩაკ ბარი გახსნეს, სადაც როგორც ჭაჭის და ღვინის, ასევე მრავალფეროვანი კოქტეილების დაგემოვნება შეგიძლიათ.