fbpx

„უმამი“ – რესტორანი, რომელიც აზიურ სამყაროში გამოგზაურებთ


გააზიარე სტატია

ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით შევიყვარეთ აზიური კერძები. გაიზარდა იმ რესტორნების რიცხვიც, სადაც მათი დაგემოვნება შეგვიძლია. თუმცა, ნამდვილი აზიური გემოს პოვნა, ალბათ, მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც კერძების ავთენტურობაც შენარჩუნებულია და აზიური სამზარეულოს მრავალფეროვნებაც.

ასეთი „უმამია“, რესტორანი, რომელიც იაპონიის, ჩინეთის, ტაილანდისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების კულინარიულ სამყაროში გამოგზაურებთ და სრულიად ახალ და უნიკალურ გემოებსაც აღმოგაჩენინებთ. თანაც, ასეთი მოგზაურობისთვის რთულია იმაზე კარგი ადგილის პოვნა, ვიდრე “რადისონ ბლუ ბათუმია” – „უმამი“ სწორედ მისი სივრცის ნაწილია. 

 

ავთენტური აზიური სამზარეულო და საავტორო კერძები

რა არის საჭირო ნამდვილი აზიური კერძის შესაქმნელად? – ამბობენ, რომ ამისთვის აუცილებელია ნამდვილი აზიური ინგრედიენტები, აღმოსავლური სამზარეულოს ცოდნა და გამოცდილი მზარეული. 

„რესტორან „უმამში“ ეს სამივე კომპონენტი ყოველთვის დაცულია. კერძებს ახალი, გაუყინავი თევზისა და ხორცისგან ვამზადებთ, რაც, ამავე დროს, აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და ჯანსაღი. ხარისხსა და მათ ნამდვილობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც. ამასთან ერთად, ჩვენი მზარეულები კარგად იცნობენ  აღმოსავლურ სამზარეულოს და აქვთ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, რაც ნამდვილი აზიური გემოს შექმნაში გვეხმარება“, ამბობს ბათუმის „უმამის“ შეფმზარეული ტომას სიარგი.  

სუში როლები, ნიგირი, საშიმი და აზიური სამზარეულოს სხვა გამორჩეული კერძები – რესტორან „უმამში“ ნაცნობ გემოებსა და არომატებსაც მიაგნებთ და მას არც ახალი კერძების აღმოჩენის გარეშე დატოვებთ.

„უმამის“ მენიუში ტრადიციულის გარდა, ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი საავტორო კერძებიც შედის. თუმცა, ყველა მათგანში შენარჩუნებულია აზიური კულინარიის მთავარი მახასიათებლები, ნამდვილი აღმოსავლური გემო და მაგია“, ამბობს ტომას სიარგი. 

კერძებთან ერთად, „უმამის“ მენიუში აზიური სასმელების მრავალფეროვან არჩევანსაც ნახავთ. თუ ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, პირველად აქ გასინჯავთ ისეთებსაც, როგორებიცაა – იაპონური ვისკი, იაპონური ლუდი და იაპონური ქლიავის ღვინო.

აზიური სამზარეულოს სიღრმისეულად გასაცნობად, რა თქმა უნდა, მთავარი გემრიელი და ავთენტური კერძებია, თუმცა, აღმოსავლურ სამყაროში მოგზაურობის დასაწყებად არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოც. „უმამის“ კომფორტული, დახვეწილი სივრცე და ზღვის ხედი აზიურ ეგზოტიკაში თქვენს მოგზაურობას ორმაგად სასიამოვნოს გახდის. 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ “რადისონ ბლუ ბათუმის” გარდა, რესტორან „უმამში“ სტუმრობას შეძლებთ თბილისში, “რადისონ ბლუ ივერიასა” და წინანდალში, “რადისონ ქოლექშენშიც”. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.