ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი “INC თბილისი” – 1, 2 და 3 დეკემბერი
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
როგორც ვიცით, ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი INC თბილისი 1, 2 და 3 დეკემბერს შემოგვთავაზებს ჩვენებებს სამეფო უბნის თეატრში. InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა გერმანული თანამედროვე ცეკვის კომპანიასთან – „საშა ვალცი & სტუმრები“ თანამშრომლობით, წარმოადგენს ინკლუზიურ, თანამედროვე ცეკვის სპექტაკლს. ტერი რაილის მუსიკაზე და საშა ვალცის ქორეოგრაფიით განთქმული პერფორმანსის მთავარ ღირსებას სწორედ მისი მონაწილეები წარმოადგენენ. ნახAT ინტერვიუ პროექტის მონაწილეებთან და გაიგეთ მეტი მათ შესახებ.
ნათია ჩიკვაიძე
ეს გამოცდილება განსაკუთრებული გამოცდილებაა. საერთოდ ქორეოგრაფიულად განსხვავებულ სხეულებთან და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ვმუშაობთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული პერსონა, არ ჰბაძავენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ისეთი რაღაც განსაკუთრებული, რაც ჩვენ დავკარგეთ. ვფიქრობ, ის რაღაც სიკეთის თუ ჩვენ რომ დღეს სახელი შევარქვით და მას “ნაივობას” ვეძახით, მათ აქვთ ეს შენარჩუნებული და როდესაც ვფიქრობთ, თუ რატომ არიან ასეთი განსხვავებულები, რეალურად ჩვენ გადავიქეცით საერთოდ სხვა ადამიანებად და ყოველდღე, როცა მოვდივარ, რაღაცებზე თუ გვაქვს ხოლმე კონფლიქტი, თუნდაც საკუთარ თავთან, ან იმ მიდგომებთან, რასაც ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში, ეს ადამიანები თითქოს გვაწყობენ და გვანახებენ, რომ სხვანაირი პრობლემებიც არსებობს. ემოციურად იმდენად სენსიტიურები არიან, შეიძლება სიტყვის თქმაც არ დამჭირდეს, იმდენად გრძნობენ დეტალურად ყველაფერს, რაც ცეკვაშიც აისახება.
საერთოდ სხვანაირი ტიპის მოძრაობები აქვთ და ვფიქრობ, სხეულისთვის, განსაკუთრებით მოცეკვავეებისთვის არის ყველაზე საინტერესო საპოვნელი, რადგანაც აქვთ განსხვავებული გზები და მიდგომები, თავიანთი ხედვით ხედავენ და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ჩარჩოში ჩასმული მოცეკვავეები და კარგი მოქალაქეებივით ვასრულებთ ამ წესებს და ამათ აქვთ თავიანთი წესები და თავიანთი მიდგომები და ძალიან საინტერესოა, რომ ვერგებით ერთმანეთს. ეს დადგმა არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ საერთო ენა გამოვნახოთ, იმდენად რამდენადაც დადგმის იდეაა დემოკრატია და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ ქაოსში გაბნეულმა ადამიანებმა ვიპოვოთ ერთი საერთო ენა და ეს დღევანდელობისთვის ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ყველა ჩვენს ისტორიებში შევდივართ, ჩვენი ეგო გვაინტერესებს და ვმუშაობთ, მაგრამ ჯამში რა არის ეს საერთო ენა, აი ეს ცეკვა, ქორეოგრაფიული ენა გვაპოვნინებს თითქოს სინქრონს, ერთიანობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, იმიტომ რომ ეს დადგმა აერთიანებს ყველანაირი ტიპის, ხასიათის, შეგრძნების, ასაკის ადამიანს, სადაც შეუძლიათ იპოვონ მშვიდი გარემო და ეს გარემო იყოს მათთვის რაღაც უტოპიური სამყარო. დასამახსოვრებელია სირთულეები, როდესაც სწავლობენ ან როცა ისწავლეს.
მარია შალაგინა – მოცეკვავე
საქართველოში ერთი წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მაინტერესებს და მინდა ვიპოვო საკომუნიკაციო ენა ქართველ არტისტებთან და საზოგადოებასთან. ეს პროექტი სწორედ ასეთია. ქორეოგრაფიის სწავლა გამოწვევებით იყო სავსე. დადგმა ძალიან დემოკრატიულია, თითოეული სვლა მოცეკვავის მიერაა შექმნილი, თუმცა ბევრი სხვადასხვა სტილის და გამოცდილების გაერთიანება ხდება, რაც საკმაოდ რთულია. Მეორე საკითხი იყო ამ კომბინაციის, ქორეოგრაფიის მთლიან ჯგუფთან ინტეგრაცია. აქ მონაწილე მოცეკვავეებს საკუთარი ხედვა და სტილი აქვთ და ქორეოგრაფიული კომბინაციების სწორედ ამ განსხვავებული მიდგომით მოსინჯვა ჩემთვის მაგიური გამოცდილება იყო.
პერფორმანსი გამოწვევებით სავსე იყო, რადგან მის შიგნით ფრთხილი დემოკრატიაა. თითოეული სვლა მოცეკვავეების მიერაა შექმნილი, ასე რომ ბევრი სხვადასხვა სტილისა და გამოცდილების შეერთება ხდება, რაც რთულია. მეორე საკითხი იყო, როდესაც უკვე დავიწყეთ ამ კომბინაციების ბავშვებისთვის ჩვენება. ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მათ აქვთ საკუთარი ხედვა, რომლითაც მოხდა ამ კომბინაციების მიღება, უბრალოდ მათი ხედვითა და სტილით, რაც მეტად მაგიური გამოცდილება იყო ჩემთვის. ახლა საკმაოდ ინტენსიური პერიოდია ჩვენთვის, რადგანაც ბოლო თვეა, თუმცა ახლაც, როდესაც ნახავთ პერფორმანსს, ეტყობა, რომ ბევრი შრომა და წვალებაა შიგ ჩადებული.
იაკობ გოგოტიშვილი – მოცეკვავე
ამ დადგმით იმდენად მაგარი და ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, შეგრძნება მიჩნდება, რომ რეპეტიციებზე გატარებული დრო ყველაზე საჭირო დროა, რომელიც არასდროს ჩაითვლება დაკარგულად, არ იქნება ცარიელი. მინდა ჩემი პროფესიული ცხოვრება სავსე იყოს ამგვარი მონაკვეთებით. თითოეული მონაწილე თავისი ხასიათით ზღაპრულ გარემოს ქმნის და ჩემთვის ზუსტად ეს არის გადამწყვეტი მოტივაცია, რასაც რეპეტიციებზე მოვყავარ. მოგეხსენებათ, ეს პროცესი ერთდროულად რთულიც არის და სასიამოვნოც, მაგრამ როცა იცი, საითკენ მიდიხარ და იცი, რომ ბოლოს დიდი ფეიერვერკი გელოდება, აუცილებლად მიიყვან ბოლომდე, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნება გზა.
ჩვენ, ყველა რაღაც დროში ვცხოვრობთ და ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში შიგადაშიგ არის ხოლმე რაღაც გაელვებები, გამონათებები, რაც ადამიანის ცხოვრებაში რაღაც კვალს ტოვებს, ძვირფას დროდ და მოგონებად რჩება და დროის სხვა უმეტესი ნაწილი ალბათ ცარიელია. იმდენად ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ამ პროექტის სახით, რომ შეგრძნება მიჩნდება, რომ ეს რეპეტიციებზე გატარებული დრო არის ყველაზე საჭირო, რომელიც არასდროს არ შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად, არ იქნება ცარიელი. Ამიტომაც მინდა ეს ჩემი პროფესიული ცხოვრება სავსე იყოს დროის ამგვარი მონაკვეთებით. თითოეული ბავშვი თავის ხასიათით რაღაც ზღაპრულ გარემოს ქმნის და ჩემთვის ზუსტად ეს არის გადამწყვეტი მოტივაცია, რასაც მოვყავარ რეპეტიციებზე. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს პროცესი ერთდროულად რთულიც არის და სასიამოვნოც, მაგრამ როცა იცი, საითკენ მიდიხარ და იცი, რომ ბოლოს დიდი ფეიერვერკი გელოდება, აუცილებლად მიიყვან ბოლომდე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთული იქნება გზა.
თანო ჩხეიძე – მოცეკვავე, მსახიობი
მე ვარ თანო ჩხეიძე, მოცეკვავე და მსახიობი. ამ პროექტმა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ადამიანთან კომუნიკაცია მასწავლის უამრავ რაღაცას, რაზეც აქამდე თუნდაც არ მიფიქრია. დასამახსოვრებელი მომენტია, როდესაც თუნდაც რეპეტიციაზე მოვდივარ და აქ მხვდება უზომოდ დიდი მხიარულება: ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, თავიანთ ემოციებს გამოხატავენ ბავშვები მაქსიმალურად და ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია. ის უამრავი უნარი, რომელიც ამ ბავშვებს აქვთ, ყოველდღიურად ცდილობენ გაგვიზიარონ მაქსიმუმის ფარგლებში და გვანახებენ, თუ რა შეუძლიათ, რაც ძალიან ემოციური და სასიხარულოა. რაც შეეხება თვითონ ცეკვის პროცესს, ძალიან მსიამოვნებს თითოეულ მათგანთან მუშაობა, იმიტომ რომ როცა არავერბალურად ხდება ის მომენტი, რომ ვგრძნობთ ერთმანეთს და რაღაცნაირად ვუკავშირდებით, ვეჯაჭვებით ერთმანეთს და ეს ერთიანობა როდესაც იგრძნობა, რაღაც მომენტში თავდაჯერებას და კომფორტს გვაძლევს.
სპექტაკლში მონაწილე თითოეულ ადამიანთან კომუნიკაცია უამრავ ისეთ რამეს მასწავლის, რაზეც აქამდე არც მიფიქრია. რეპეტიციაზე რომ მოვდივარ, აქ უზომოდ დიდი მხიარეულება მხვდება, მონაწილეები ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, თავიანთ ემოციებს მაქსიმალურად გამოხატავენ და ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. განსაკუთრებით ემოციური და სასიხარულოა, როდესაც ერთმანეთს უამრავ ნიჭს, შესაძლებლობლაებს ვუზიარებთ. რაც შეეხება ცეკვის პროცესს, ძალიან მსიამოვნებს თითოეულ მონაწილესთან მუშაობა, ჩვენს შორის არავერბალური კავშირი დგება, ვხვდებით იმ მომენტს, როდესაც ერთმანეთს ვგრძნობთ და რაღაცნაირად ვუკავშირდებით, ვეჯაჭვებით ერთმანეთს. ამ ერთიანობის შეგრძნება ძალიან დიდ თავდაჯერებას და კომფორტს გვაძლევს.
ლევან გოცაძე – მოცეკვავე
ძალიან მიყვარს ცეკვა, სახლშიც ვვარჯიშობ. . ცეკვა კარგია ჯანმრთელობისთვის და ძალიან მომწონს ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი პროცესია და ძალიან გატაცებული ვარ. ვიცი ცეკვა “ხორუმი”, რომელიც მავიწყდება და მინდა დავიმახსოვრო , იმიტომ მინდა პროცესში ყოფნა. Ხორუმი ჩემი საყვარელი ცეკვაა, კიდევ მსახიობი ვარ. Ასევე მიყვარს ქართული, აჭარული, რაჭული და კიდევ მიყვარს ტანგო, რომელსაც ნათია მავარჯიშებს. 24-ე სკოლაში გავიცანი კახა ხერხაძე, სადაც 6 წელია დავდივარ ცეკვებზე. ოთხი წლის წინ გამოვედი “ნიჭიერში”’, როდესაც მთელ საქართველოს შევუყვარდი და მთელი დარბაზი ავაცეკვე. ვიცეკვე პირველად აჭარული, მერე – რაჭული და მერე მაკას დაინტერესდა ჩემი ცეკვითა და ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში. მე ინტეგრირებული თეატრის მსახიობი ვარ. სკოლის დამთავრებისა და ატესტატის მიღების შემდეგ, თეატრალურ კოლეჯში გავაგრძელე სწავლა ფოტოგრაფიის განხრით. მუშაობის პროცესში საინტერესოა ჩემთვის პორტრეტზე მუშაობა, გასულ ღამესაც მინდოდა ბუნების პეიზაჟის გადაღება, თუმცა ვერ მოვახერხე წასვლა. 2 დეკემბერს, 10-იდან 12-საათამდე იქნება ჩემი პერსონალური გამოფენა.
მარიამ ბერიკელაშვილი – მოცეკვავე
მე ვარ მარიამი, მოცეკვავე, მელექსე და მომღერალი. ყველაზე მეტად მომწონს ეს ცეკვა, რადგან დედაჩემმა შემომიყვანა. ძალიან მიხარია, რომ ნათიასთან ერთად ვცეკვავ და ვმხიარულობ, ყველაზე კარგია, მოსიყვარულე და მთელს მსოფლიოში კარგი გოგოა! პატარა ვიყავი, როცა დავიწყე სიმღერა და ცეკვა, მერე დავიწყე ლექსების და მოთხრობების წერაც და მიყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. ასევე ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტზე. ასევე, მე ნათიასთვის მოვამზადე ლექსი: “სიცოცხლე ჩემო, ერთადერთო, მხოლოდ შენ ერთს. უშენობას ვერ ავიტან იცოდე.” ასევე მიყვარს ხატვა. ვხატავ პორტრეტებს, ნატურმორტებს. მიყვარს ხელოვნებაც, ბავშვებიც, ყველა მიყვარს. სხვებთან ერთად ცეკვა ძალიან მიყვარს.
თამარ ნავერიანი – მოცეკვავე
მე ძალიან მიყვარს ცეკვა, ცეკვაში ვიპოვე საკუთარი თავი. ძალიან მიხარია, რომ აქ მოვედი და ამ პროექტის ნაწილი გავხდი. გავიცანი ასეთი კარგი საზოგადოება და შევიძინე ახალი მეგობრები. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, კარგი ქორეოგრაფი და პიროვნება. ნათია მაქსიმალურად კარგად გვიდგება, იცის ბავშვების ფსიქოლოგია და როგორ გვასწავლოს ცეკვა. მეც მინდა, რომ ნათიას გზას გავყვე და რაც მან მასწავლა, შემდეგ თაობას გადავცე, ის თავის მხრივ შემდგომ თაობას გადასცემს და ასე გავრცელდება ქორეოგრაფია. მე ამ გაკვეთილებიდან ძალიან ბევრი რამ მივიღე და მინდა, ახლო მომავალში მეც გავხდე ქორეოგრაფი, ვასწავლო ბავშვებს ცეკვა. დიდი დრო რომ გავა, მინდა ვთქვა, რომ აი მე დავდიოდი ამა და ამ ცენტრში, მყავდა ესა და ეს მასწავლებელი, ვისწავლე ცეკვა და ასე გავხდი ქორეოგრაფი.
ნინა ლებეშევა – მოცეკვავე
მე მომწონს ეს პროექტი. სკოლაში თორმეტი კლასი დავამთავრე, ასევე 12 წლიდან დავდივარ ლათინურ ცეკვაზე. მომწონს მუსიკა, ხატვა და სიმღერა. ვიცი კულინარია. ვმღერი ხოლმე და ახლა უკვე ახალ მელოდიასაც ვუკრავ. დავდივარ ცენტრში, სადაც განტვირთვისთვის ვხატავ. Ვიყავი “ნიჭიერის” ფინალში. და ჟიურის წევრებმა ხელზე მაკოცეს. შემდგომ იყო კონცერტები ბათუმში, ასპინძაში, ასევე მუშთაიდის ბაღში.
თომა ომანაძე – მოცეკვავე
ძალიან მიყვარს ცეკვა, ასევე ჩემი ხალხი და იესო. მიხარია, როცა რეპეტიციაზე არ ვაგვიანებ. ცეკვის პროცესში ვპოულობ გაზაფხულის ბედნიერებას. ცეკვისას ვგრძნობ პროგრესს და მომწონს, ამას როცა ვგრძნობ. ხანდახან, ცეკვისას, ნათია მაწვალებს ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი მუშაობა გვიწევს. ასევე მინდა მანქანა ვიყიდო და 20 წლის რომ გავხდები, ცოლი მოვიყვანო.
ნინო დავითური – მოცეკვავე
თავდაპირველად ძალიან მინდოდა ბალეტი. დედამ მიმიყვანა მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ჩემი მდგომარეობის გამო მასწავლებელმა უარი თქვა ჩემს მიღებაზე. ჩათვალა, რომ რაკი არ მესმოდა, ცეკვას ვერ შევძლებდი. ძალიან დამწყდა გული, თუმცა ჩვენთან სკოლაში მოვიდა ორი ახალგაზრდა მასწავლებელი პროექტით – “ჩვენც შეგვიძლია”. მათ მასწავლეს პირველი მოძრაობები და მათთან ერთად მონაწილეობა მივიღე ბევრ საინტერესო ღონისძიებაში, ფესტივალებში.
რაღაც დროის შემდეგ მე გადავწყვიტე ცეკვიდან გამოსვლა. სწორედ მაშინ დაიწყო ცნობილი შოუ “შენ შეგიძლია ცეკვა” , სადაც ჩემი პირველი მასწავლებლის თხოვნით მივიღე მონაწილეობა. შესარჩევი ტურის შემდეგ მე და ჩემი მეწყვილე მიგვიწვიეს ამ პროექტის ფინალში, სადაც ვიცეკვეთ ზეკარის სოლო პარტია სუხიშვილებთან ერთად. ამ ცეკვისთვის გვამზადებდა პუსკა გამსახურდია, რომელმაც შემდეგ დაურეკა ჩემს მასწავლებელს და დედაჩემს და გამოთქვა სურვილი, რომ მასთან მეცეკვა სტუდიაში. მე ძალიან გამიხარდა და აგერ უკვე 6 წელია მასთან ვარ. ეს არის საოცარი ადამიანი, მყავს ჯგუფში არაჩვეულებრივი გოგოები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ და მე ბედნიერი ვარ.
ბოლო რამდენიმე თვეა ვმუშაობ სპექტაკლზე “IN C – თბილისი”, სადაც ასევე პუსკას და ჭანოს რეკომენდაციით მოვხვდი. ძალიან მიხარია ამ სპექტაკლში მონაწილეობა. გავიცანი ახალი საინტერესო და უნიჭიერესი ადამიანები, პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებთან ერთადაც ჩემთვის დიდი პატივია მუშაობა. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას დიდი სიყვარულით.
თავდაპირველად ძალიან მინდოდა ბალეტი. დედამ მიმიყვანა მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ჩემი მდგომარეობის გამო მასწავლებელმა უარი თქვა ჩემს მიღებაზე. ჩათვალა, რომ რაკი არ მესმოდა, ცეკვას ვერ შევძლებდი. ძალიან დამწყდა გული, თუმცა ჩვენთან სკოლაში მოვიდა ორი ახალგაზრდა მასწავლებელი პროექტით – “ჩვენც შეგვიძლია” მათ მასწავლეს პირველი მოძრაობები და მათთან ერთად მონაწილეობა მივიღე ბევრ საინტერესო ღონისძიებებში, ფესტივალებში.
რაღაც დროის შემდეგ მე გადავწყვიტე ცეკვიდან გამოსვლა. სწორედ მაშინ დაიწყო ცნობილი შოუ “შენ შეგიძლია ცეკვა”, სადაც ჩემი პირველი მასწავლებლის თხოვნით მივიღე მონაწილეობა. შესარჩევი ტურის შემდეგ მე და ჩემი მეწყვილე მიგვიწვიეს ამ პრტოექტის ფინალში, სადაც ვიცეკვეთ ზეკარის სოლო პარტია სუხიშვილებთან ერთად. ამ ცეკვისთვის გვამზადებდა პუსკა გამსახურდია, რომელმაც შემდეგ დაურეკა ჩემს მასწავლებელს და დედაჩემს და გამოთქვა სურვილი, რომ მასთან მეცეკვა სტუდიაში. მე ძალიან გამიხარდა და აგერ უკვე 6 წელია მასთან ვარ. ეს არის საოცარი ადამიანი, მყავს ჯგუფში არაჩვეულებრივი გოგოები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ და მე ბედნიერი ვარ.
დაახლოებით ერთი თვის (ან ცოტა მეტი) წინ დედას დაუკავშირდა მაკა ჩხაიძე და უთხრა, რომ ამჟამად მუშაობდა თანამედროვე ცეკვის სპექტაკლზე გერმანულ კომპანიაში “საშა ვალცი & სტუმრები” და რომ პუსკას და ჭანოს რეკომენდაციით, სურდა ჩემი მიწვევა სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად.
ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში და ძალიან მიხარია. გავიცანი ახალი საინტერესო და უნიჭიერესი ადამიანები, პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებთან ერთადაც ჩემთვის დიდი პატივია მუშაობა. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას დიდი სიყვარულით.