fbpx

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია


გააზიარე სტატია

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საბოლოოდ 11 დეკემბერს დასრულდება, თუმცა საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია დღეს 10 დეკემბერს გაიმართა, დიტო ცინცაძის ფილმით –“როქსი”.  

 

ჟიურის ფავორიტები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციაში: 

 

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: “ჩემი ოთახი” – სოსო ბლიაძე

 

განსაკუთრებული აღნიშვნა: დრამერი -კოტე კალანდაძე

 


საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: “სახელმწიფო სახელმწიფოში” – თეკლა ასლანიშვილი

განსაკუთრებული აღნიშვნა: “და მაინც ვითამაშებთ” – გიორგი ვარსიმაშვილი


საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: “ჩემი მეგობარი ანდრო” – კატალინა ბაქრაძე

პირველი განსაკუთრებული აღნიშვნა: “აქსელი” – ლევან უჩანეიშვილი
მეორე განსაკუთრებული აღნიშვნა: “ქრისტე ჩიტი (ნათლობა იორდანეში)” – მიხეილ კვირიკაძე

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: “ჰეი, გუნეშ” – ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე

პროექტების წარდგენის კონკურსის გამარჯვებულები: 

მხატვრული პროექტის განვითარების გამარჯვებული – მირანდა ნამიჭეიშვილი “მე, გრეტა”

დოკუმენტური პროექტის განვითარების გამარჯვებული – კოტე კალანდაძე “არავინ არ ჩანს” 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისთვის პრიზი, რომელიც აღინიშნება 10 დეკემბერს – პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში”:

“გეგმა 75” – ჩი ჰაიაკავა

“კლონდაიკი” – მარინა ერ გორბაჩი

 

ფესტივალის საპატიო ჯილდო – საპატიო პრომეთე გადაეცემა 11 დეკემბერს ოთარ იოსელიანს კინოში შეტანილი წვლილისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.