fbpx

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი – არქიტექტორი განსაკუთრებული ხედვითა და იდეებით, ფორმებს მიღმა


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი

 

90-იან წლებში საქართველოში არ და ვერ ინტეგრირებული სასწავლებლად სტამბულში გაემგზავრა, როგორც თვითონ ამბობს, მისი პიროვნების ფორმირებაც სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება, იქაურობას დღემდე თავის სახლად აღიქვამს და ხშირადაც სტუმრობს. 

სტამბულის შემდეგ იყო სტაჟირება მიუნხენში, ხოლო შემდეგ ინდოეთი, რომელზეც აღფრთოვანებით საუბრობს და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაყოს იქ გარკვეული პერიოდი, რადგან ადგილი გამორჩეულია, ხოლო ხალხი ყოველდღიური სიკეთეების აღქმის უდიდესი უნარით დაჯილდოებული, რაც ყველა კულტურისათვის დამახასიათებელი არ არის და მათ განსაკუთრებულობაზე მეტყველებს. 

შემდეგი გაჩერება მილანი იყო, სადაც მაგისტრატურა დაასრულა და ჩაერთო სხვადასხვა პროექტებში, ამ ქალაქთან დღემდე მჭიდრო პროფესიული და მეგობრული კავშირები აქვს და იქაურ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მერე იყო ბერლინი, სადაც დაფუძნებას გეგმავდა, რადგან ფიქრობს, რომ ეს ის ქალაქია, რომელიც ქართულ ფსიქიკას კვებავს, მაგრამ პორტუგალიიდან მიღებულმა შემოთავაზებამ კონკრეტულ პროექტზე, რომელიც თბილისში უნდა განხორციელებულიყო, გადაწყვეტილება შეაცვლევინა და თბილისში დაბრუნებულმა, თავის ახლანდელ მეუღლესთან და დასთან ერთად, არქიტექტურული ოფისის შექმნა გადაწყვიტა. 

არქიტექტურული ოფისი TIMM ARCHITECTURES ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი გახლავთ და მუდმივად ვითარდება, რაც პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდის დამსახურებაა.                        

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი სამუშაო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად ნორმების დაცვასა და სივრცესთან ფლირტს, ხოლო თავისი პროფესიაში  მამოძრავებელ ფაქტორად იდეას მიიჩნევს, რაც აშკარად ჩანს TIMM-ის პროექტებიდან და ამ გუნდის პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.