fbpx

ჯიმ გოლდბერგის “მდიდარი და ღარიბი” – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში


გააზიარე სტატია

ჯიმ გოლდბერგის მიერ გამოსახულებისა და ტექსტის ინოვაციური გამოყენება მას ჩვენი დროის საეტაპო მნიშვნელობის ფოტოგრაფად აქცევს. გოლდბერგმა ექსპერიმენტული ამბის თხრობის პოტენციალის შესწავლა და ტექსტისა და ფოტოების კომბინირება სერიაში “მდიდარი და ღარიბი“ (1977-85) დაიწყო, როდესაც სოციალური კლასების, ძალაუფლებისა და ბედნიერების შესახებ ამერიკული მითის ბუნების საკვლევად სოციალურად  დაუცველების სპეციალური სასტუმროები და მისი მცხოვრებლების პორტრეტები, ელეგანტური სახლებისა და მაღალი კლასის წარმომადგენლების ფოტოების გვერდიგვერდ მოათავსა.

 

სერიაში “ მგლების  გაზრდილები”  (1985-95) ჯომ გოლდბერგმა სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში სახლიდან გაქცეულ თინეიჯერებთან ერთად იმუშავა წიგნისა და გამოფენის შექმნაზე, რომელმაც ორიგინალური ფოტოები, ტექსტები, ოჯახური ვიდეოები, ნახატები და დღიურები ერთ და მრავალარხიან ვიდეოებთან, სკულპტურებთან, ნაპოვნ ობიექტებთან და სხვა 3-D ელემენტებთან გააერთიანა. სერია “Open See” (2003-2010) ლტოლვილების, ემიგრანტებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი იმ ადამიანების ისტორიებია,  რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ევროპაში, ახალი სახლებისკენ მოგზაურობენ. ეს გოლდბერგის მიერ უკვე აპრობირებული  – სხვადასხვა ფორმატების გამოყენების მრავალმხრივი, მულტიმედიური პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელიც განსხვავებული კუთხეებიდან დანახულ ურთიერთდაკავშირებულ, ექსპრესიონისტულ ნარატივს ქმნის. 

Candy კი (2012-2016) არქივებს, სუპერ 8-ის გამოსახულებას, ნიუ-ჰევენში გატარებული ბავშვობისდროინდელ ტექსტებს ურბანული პეიზაჟების ახალ ფოტოებთან აერთიანებს – მრავალშრიან ნამუშევარში მისწრაფებებსა და ღალატზე ამერიკული წარმოდგენების  საკვლევად. 

ჯიმ გოლდბერგის ფოტო წიგნებს შორის არის: Ruby Every Fall. Nazraeli Press (2014), The last Son. Super Labo (2016), Raised by Wolves. Bootleg (2016), Candy. Yale University Press (2017), Darrell & Patricia. Pier 24 Photography (2018) and Gene (2018).

ჯომ  გოლდბერგის ნამუშევრების გამოფენები გაიმართა  ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, SFMOMA-ში, ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, კორკორანის ხელოვნების გალერეაში, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმსა და იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეაში. ამასთანავე, მისი ნამუშევრები რეგულარულადაა წარმოდგენილი ჯგუფურ გამოფენებზე მსოფლიოს ფარგლებში. ასევე, საჯარო კოლექციებში, მათ შორისაა MoMA, SFMOMA, Whitney Museum of American Art, Getty, National Gallery, LACMA, MFA Boston, High Museum, Nelson-Atkins Museum of Art, Library of Congress, MFA Houston, National Museum of American Art, და Art Institute of Chicago.

გოლდბერგს, სხვა მრავალ ჯილდოსა და გრანტთან ერთად, მიღებული აქვს სამი ეროვნული სტიპენდია ფოტოგრაფიაში (National Endowment of Arts Fellowships) გუგენჰაიმის სტიპენდია, ჰენტრი კარტიე-ბრესონის პრემია და Deutsche Börse-ს ფოტოგრაფიის პრიზი.

ჯიმ გოლდბერგი არის კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯის დამსახურებული პროფესორი. მას წარადგენს Pace/MacGill Gallery ნიუ-იორკში და Casemore Kirkeby Gallery სან-ფრანცისკოში. გოლდბერგი Magnum Photos-ს შეუერთდა 2002 წელს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.