fbpx

ველი ახალ წელს მომხმარებლებს დროს აჩუქებს


გააზიარე სტატია

კაცობრიობის მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში დრო  ადამიანისათვის  სივრცეში ორიენტირებისა და გარემოსთან ადაპტაციისას ყოველთვის მთავარი მეგზური იყო. თანამედროვე სამყაროში, გადატვირთულ და ხშირად ქაოსურ ყოველდღიურობაში, დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვან ღირებულებად იქცა. 21-ე საუკუნის ადამიანისათვის ის მთავარი რესურსია, რომლის მართვაც ხშირად ძალიან რთული გამოწვევაა. მართლაც, თუ დავუკვირდებით, ჩვენი პროდუქტიულობა და შესაბამისად, წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეგვიძლია დროის მენეჯმენტი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად დროის განაწილების წარმატებული უნარისა, ირგვლივ ჩვენგან დამოუკიდებელი არაერთი ფაქტორია, რაც  ძვირფას წუთებს და საათებს გვაკარგვინებს.

 

ყოველდღიურობის თანმდევი ისეთ აქტივობებიდან , რომლებიც განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად საყიდლებზე სიარული იქნება. გარდა იმისა, რომ სასურველი ნივთებისა და პროდუქტების შერჩევას ხშირად საათები სჭირდება, შოპინგი ისეთი უსიამოვნო დეტალებითაც არის სავსე, როგორიცაა სავაჭრო პუნქტამდე მისასვლელი დრო, დახლებზე სასურველი ნივთის აღმოჩენა, სალაროსთან რიგში დგომა და ასე შემდეგ. კარგი ამბავი ის არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინოვაციურმა მიდგომებმა შესაძლებელი გახადა, საყიდლებზე სიარულის ეს უსიამოვნო გარემოებები ავირიდოთ. თუ ამ სტატიას კითხულობთ და თანაც შოპინგის მოყვარული ხართ, მიხვდებოდით, რომ ონლაინვაჭრობის პრაქტიკაზე ვსაუბრობთ. თუმცა, აქვე ჩნდება  სამართლიანი შენიშვნა – ონლაინშოპინგს აქვს თავისი უარყოფითი მხარე და ეს შეკვეთის გვიან მიღებაა. ჩვენ სწორედ იმ პლატფორმაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ონლაინვაჭრობის დადებითი და უარყოფითი მხარეების გადააზრების შედეგად შეიქმნა – დღეს Veli.Store-ისა და მისი სიახლეების შესახებ გიამბობთ. 

VELI.Store საქართველოში შექმნილი ელკომერციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებისთვის დროის დაზოგვით საყიდლების რუტინას ცვლის და ახალ კულტურას აყალიბებს. ციფრული პლატფორმა ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და სამომხმარებლო გამოცდილების დიზაინის პრინციპებს ეყრდნობა. VELI.store ცდილობს, შეამციროს როგორც პლატფორმაზე გატარებული, ისე შეკვეთის გაცემიდან ამანათის მიღებამდე გასული დრო და სანაცვლოდ ეს დრო მომხმარებელს  გაუთავისუფლოს.

VELI.Store-ზე შეძენილი პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით უფასოა, ხოლო შეძენისას მომხმარებელი თავადვე ირჩევს შეკვეთის მიღების დროს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა VELI.Store  გააზრებულად აირჩიოს და ზუსტად იცოდეს საკუთარი არჩევანის უპირატესობა, პლატფორმაზე ახალი ფუნქცია ამოქმედდა. VELI.Store-მ მომხმარებლებს დრო დაუთვალა – ვებგვერდზე შეკვეთის დასრულების შემდეგ, ალგორითმი გვიჩვენებს, თუ რამდენი დრო დავზოგეთ პლატფორმაზე შოპინგისას. სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და რეალურ ციფრებთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს გვთავაზობს. უფრო კონკრეტულად – ის ეფუძნება ელექტრონულ რუკებზე მონიშნული სუპერმარკეტების, აფთიაქების, მაღაზიების ადგილმდებარეობებს და შეკვეთის მიღების მისამართს. 

Veli.store ტექნოლოგიური კომპანიაა, სადაც ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდმა, ექსპერიმენტის სახით, აღრიცხა თბილისში არსებული ყველა მაღაზია, გაითვალისწინა საცობები, საყიდლების შესაძენად მოსამზადებელი დრო და შექმნა ერთგვარი მექანიკა, რომლითაც მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით ზუსტად შეგვიძლია დავთვალოთ, რა დროს ზოგავს ის „ველიზე“ შოპინგით.“ – აღნიშნავს VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი მარიამ ცანავა.

დახარჯე შენი დრო შენთვის –  სწორედ ამ გზავნილს ახმოვანებს VELI.Store და მონაცემების ანალიზით, ე.წ. ცნობიერი მომხმარებლის ცნებას უჭერს მხარს.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ბრენდის ყველაზე დიდი ღირებულება საკუთარი მომხმარებლის კარგად გაცნობა, მისი საჭიროებების შესწავლაა. თუკი კომპანია თავისი სერვისით ჩვენს გამოწვევებს უპასუხებს, ვგრძნობთ, რომ ის ჩვენზე ზრუნავს და ნდობაც თავისთავად ჩნდება. VELI.store-ის სტრატეგიისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, შეგვიძლია  ვთქვათ, რომ  VELI.store-ის ძირითადი ღირებულება მომხმარებელია, რადგან ის ზუსტად აფასებს მთავარ რესურსს – ჩვენს დროს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.