fbpx

„…Fiat lux. Et facta est lux“ – გიორგი ჩხეიძის სოლო გამოფენა window project-ში


გააზიარე სტატია

ფოტო: სერა ძნელაძე

Window Project-ი წარმოგიდგენთ გიორგი ჩხეიძის გამოფენას სახელწოდებით Fiat.  ლათინური წარმოშობის სიტყვა „fiat“  გამოხატავს შემოქმედებითი ნების ძალას, რომელიც შემდგომ ძალისხმევას აღარ საჭიროებს.

ამავე სახელწოდების სერიიდან,  გამოფენაზე წარმოდგენილია შვიდი მონუმენტური ნამუშევარი. ტილოს ცარიელი ზედაპირი ცნობიერის სიცარიელის მეტაფორად იქცევა, ხოლო შექმნის მედიტაციურ პროცესში, არაცნობიერიდან გადმოღვრილი ფერი „არა-ფიქრის“ ვიზუალურ ხატებს ქმნის.

ქაოსში ჩნდება ფორმის კვალი (trace), რომელიც  a’prior-ულ,  დრო-სივრცით წესრიგს ავლენს. ტილოს  მონოქრომატულ ზედაპირებზე – არარაში „რა“ იწყებს დაბადებას. მცირე ზომის ნამუშევრებით, სერიიდან „unknown, unknown“, ვიზუალური მიზიდულობის წერტილები ჩნდება და ექსპოზიციის შემაკავშირებელ ელემენტად იქცევა.

გიორგი ჩხეიძის შემოქმედებით კატალიზატორად ნიუ იორკი, დონალდ ჯადი, ლი უფანი და მინიმალიზმი იქცა. აღმოსავლური ფილოსოფიით შთაგონებული ხელოვანის პრაქტიკა არა იმდენად მინიმალისტურ შედეგზე, არამედ შექმნისას ცნობიერის მინიმალურ თანადასწრებულობაზეა ორიენტირებული. ჩხეიძისთვის შედეგი ერთგავრი ვიზუალური სავარჯიშოებია, რომელიც არაცნობიერის გააქტიურების პროცესში იქმნება. ამ გზით, ის აფიქსირებს საკუთრ იდენტობას.   გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი სწორედ ამ პროცესუალობის მოწმე და თანამონაწილე გახდება.

გამოფენა 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.