fbpx

‘An Ocean Standing’ – ჯგუფური გამოფენა გალერეა LC Queisser-ში


გააზიარე სტატია

ავტორი: მარინა ქარონი

ფოტო: გიორგი ყოლბაია

გალერეა LC Queisser წარმოგიდგენთ  ჯგუფური გამოფენას სახელწოდებით ,,An Ocean Standing“, რომელშიც  ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, კენეთ ბერგფელდის, ბეხბაათარ ენხთურის, ნინა კინწურაშვილისა და ანნა ცემანკოვას მონაწილეობენ.

ფილოსოფოსი მაიკლ მარდერი ნარკვევში კლარის ლისპექტორის შემოქმედების შესახებ წერს:  ,, ლისპექტორის და მის სამყაროს შორის დაფარული მედიატორი დროა: სამყაროს  და საკუთარი ცხოვრების დრო გამოხატული მცენარეების ნაწილებსა და აღმოცენების, მომწიფების და გახრწნის ეტაპებში.“ ლისპექტორის ყურადღების გამახვილება ამ მოუხელთებელ მომენტზე აღწერილია, როგორც სინქრონული თანადროულობა ვეგეტატიური დროის ნელი და ციკლური ინტერვალებით.

გამოფენაზე  – ,,An Ocean Standing“  – წარმოდგენილი ნამუშევრები ამ ერთი შეხედვით პარადოქსული დროის ხაზს იკვლევს, რომელიც ერთის მხრივ შენელებული და ამავდროულად გაძლიერებულია, გახანგრძლივებული და ასევე დამუხტულია, ორგანული და თან სინთეტიკურია. პერფორმატიული ხელოვნების ისტორიაში, აქტივობის შენელების ან შეჩერების სტრატეგია გამოიყენებოდა როგორც ხერხი, რომ ყურადღება თავად  პერფორმანსის დროზე გამახვილებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოდგენილი მხატვრები მუშაობენ ქანდაკებასთან, ფერწერასთან, ნახატთან და ფოტოგრაფიასთან, ყოველი მათგანი შერჩეული მედიუმის და დროის ურთიერთობას ერთი და იმავე მეთოდის გამოყენებით მიმართავს და  ოთახში,  ნამუშევრების შექმნის პროცესი და დრო შემოაქვს.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სერია სახელწოდებით ,,Quarantine Flowers“  ხელოვანის ფოტოგრაფიული რიტუალის შედეგად გაჩნდა, COVID – 19 – ით გამოწვეული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში. როგორც თავად ხელოვანი წერს: ,,ძალიან ჭკვიანურად, ან შესაძლოა რომანტიკულად, გერმანიამ ფლორისტების არსებობა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია და მუშაობისუფლება არ შეუზღუდა.

იმ შემაშფოთებელ დროში ყვავილებმა უზარმაზარი მიმზიდველობა და სიმბოლიზმი შეიძინეს. სასოწარკვეთის მიმართ  მათი სილამაზის ჯიუტი შეუპოვრობა მეტყველებდა ბუნების აღდგენით თვისებებზე და ასეიძლეოდა იმედს.’’ ალექსი – მესხიშვილის ფოტოებში, მოწყვეტილი ყვავილები მათი ფორმების ,,შეუპოვარი სილამაზით“ იმედის სიმბოლოდ  და იზოლაციის პერიოდში, გარე სამყაროს ელჩებად გარდაიქმნენ.

კენეთ ბერგფელდის ფერწერებში  ფიგურები (მხრებიდან ზევით) ორაზროვანი, ცოცხალი ფონის წინ არიან გამოსახულნი. ფიგურები და მათი გარემოებები ციფრული, შედგენილი ლოგიკის კვალს ატარებენ. თითქოს, გარკვეული დეტალები ალგორითმის საფუძველზე ამოიჭრა, გადაკოპირდა და კონკრეტულ  ადგილას ჩაეწერა. ამ იდუმალ ავატარებთან  ხელოვანის მიბრუნების მუდმივი პროცესი წარმოსახვით სივრცეზე მიანიშნებს, რომელიც გაჯერებულია არასტაბილური, თუმცა მბრძანებელი მეს კომბინირებული გადასინჯვებით.

ბეხბაათარ ენხთურის ქანდაკებები, რომლებიც შექმნილია ორგანული  (ჩალა, თიხა) და წარმოებული მასალების (მავთული, მონეტა,ფანქარი) კომბინაციით ხშირად ცხოველების ფორმას იღებს. აქ ნაჩვენები მგლები არ ეფუძნებიან ნამდვილ მგლებზე დაკვირვების გამოცდილებას, ეს ქანდაკებები  მოგონებების და ცხოველის ნახევრად- გახნილი ფრაგმენტების გაერთიანების მეშვეობით იკვრება. ეს მოგონებები საფუძველს ხელოვანის ბავშობიდან იღებს, რომელიც მან მონღოლეთში გაატარა, სადაც კონკრეტული ცხოველის სიმბოლური მნიშვნელობა შამანიზმის პრაქტიკებში აღმოცენდება. ენხთური ხელით მუშაობის კვალს ნამუშევრის ზედაპირზე ტოვებს, რითაც დასრულებულ ნამუშევარში მხატვრის ფიზიკურ შრომას ცხადჰყოფს.

ნინა კინწურაშვილის ფერწერები ეფუძნება ხელოვანის მიმდინარე კვლევას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების და საქართველოში კოლონიალიზმის ისტორიის შესახებ. ის მოგზაურობს არქეოლოგიურ ლოკაციებზე, კლდეში ნაკვეთ მონასტრებსა დასაბჭოთა არქივებში, აგროვებს გამოსახულებებს, რომელიც შემდეგ სახელოსნოში მიაქვს რათა დააკვირდეს და შეისწავლოს ისინი. უძველესი არქიტექტურული ფორმები, აღნიშნული საუკუნეების ისტორიული შეხვედრებით, ნინას ფერწერებში აბსტრაგირდება დაფენებად იშლება – უკან დარჩენილი კონკრეტული წყაროები თუ მინიშნებები ადგილს ტალღოვან და ცოცხალ ფორმებს უთმობენ.

ანნა ცემანკოვა (ჩეხეთი, 1908-1986) იყო ნაყოფიერი, თვითნასწავლი მხატვარი, რომლის  პრაქტიკაც თითქმის ექსკლუზიურად ყვავილებსა და ორნამენტებზე იყო ფოკუსირებული. ცემანკოვა, მორავიას ჰანას რეგიონში იზრდებოდა და აქ გავრცელებულმა  ხალხურმა ტანსაცმელმა  მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მის მიერ შესრულებული ყვავილების ნახატები და ფერწერები შეიცავს ორნამენტებს, რომლებიც  ნაქარგ სამოსს მოგვაგონებს. იყო შემთხვევები როდესაც ხელოვანი იღებდა ნემს, ძაფს და  პასტელითდა აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებზე ქარგავდა. ცემანკოვას ნამუშევრებს უცნაური სილამაზე აქვთ – აქ გაერთიანებული დეკორატიული მოტივები და ყვავილოვანი ფორმები განსხვავებულ სამყაროს ქმნიან, რომელიც ერთდროულად ცოცხალი და ხელოვნურია, მოძრავი და მშვიდია.

 

გამოფენა 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.