fbpx

Trademark Collection by Wyndham – “თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი ვინდემ”


გააზიარე სტატია

 

მთელი წლის მუშაობითა და ყოველდღიური სტრესით გადაღლილი ადამიანებისთვის ზაფხული და დასვენება სიმშვიდესთან, კომფორტთან და ჯანსაღ გარემოსთან ასოცირდება. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადგილს, სადაც მარტო ვიქნებით,  ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად –  მაქსიმალურად სასიამოვნოდ დავისვენოთ.

ზღვა თუ მთა? – ამ კითხვას ადამიანები ხშირად ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ სცემენ, რადგან ორივეს თავისი ღირსება და დაუვიწყარი მიზიდულობა აქვს.

თუ გვსურს, საქართველოში ვნახოთ ადგილი, სადაც ამ ყველაფერს ერთად ვიპოვით, სადაც შეგვიძლია ერთმანეთთან შევათავსოთ დასვენებაც და ჯანმრთელობაც, სიმშვიდეც და კომფორტიც, სასწრაფოდ გრიგოლეთისკენ უნდა ავიღოთ გეზი. ზღვისა და მთის შუაგულში, მრავალწლოვანი ფიჭვნარითა და მაგნიტური ქვიშით გარშემორტყმულ კურორტზე საერთაშორისო ბრენდი Trademark Collection by Wyndham – გიმასპინძლებთ.

60-ნომრიანი სასტუმრო დამსვენებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი – ღია და დახურული აუზი, რესტორანი, სადაც უგემრიელესი კერძები და ლამაზი ინტერიერი დაგხვდებათ, სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე  ლაუნჯ ბარიდან კი ზღვის დაუვიწყარი ხედის ყურებას შეძლებთ. 

 გადავინაცვლოთ ყველაზე სრულყოფილი შეგრძნებების ადგილას – სპაში. სასტუმროს კომპლექსში იაპონური და ღვინის სპა გიმასპინძლებთ – რომელიც საქართველოში უნიკალური იაპონური თრითმენთებით და მიმართულებით გამოირჩევა, როგორიცაა ოფურო და ფურაკო.

სასტუმრო “თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი ვინდემში”  საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვაც შეგეძლებათ. შენობის სივრცეში სპეციალური დარბაზებია მოწყობილი, რომელიც 80 ადამიანს იტევს. აქ შეგიძლიათ არამხოლოდ ბიზნეს შეხვედრები და კონფერენციები დაგეგმოთ, არამედ  დაუვიწყარი ქორწილის გადაიხადოთ.    

ზღვის ხედებით, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურითა და კომფორტისთვის ყველა საჭირო მექანიზმით აღჭურვილი სასტუმრო მრავალწლიანი ფიჭვებითა და სიმწვანით სავსე ეზოში მდებარეობს. აქ ყველაფერი  მორგებული და გათვლილია თქვენთვის –  სასიამოვნო და დაუვიწყარი დღეების გასატარებლად. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.