fbpx

ანდრო დადიანი – „დამშვიდობება წმინდა საქმეა, – თქვა მან.“


გააზიარე სტატია

ფოტო: დავით ჭალიძე

“ბათუმის თანამედროვე ხლოვნების სივრცეში” 14 მარტიდან 14 აპრილამდე ხელოვან ანდრო დადიანის პირველი სოლო (*), უსათაურო გამოფენა მიმდინარეობს, რომელსაც კურატორობა გაუწია “Fungus Gallery”-მ. გამოფენა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში შედგა, ამჯერად ბათუმში იმართება და დამთვალიერებლები მის ნახვას კიდევ ერთი კვირის განმავლობაშია შეძლებენ, პერეფრაზით: “დამშვიდობება წმინდა საქმეა – თქვა მან”.

 

ხელოვანის შემოქმედება აქტუალური და საზოგადოებისთვის სენსიტიური შინაარსით გამოირჩევა. მისი ტექსტები და ნამუშევრები, როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტებს და ისეთ თემებს აერთიანებს, როგორც, ჰომოფობია, მენტალური და ეკონომიკური ოკუპაცია.

არტისტის უსათაურო გამოფენა Fungus Gallery-ში ხელოვანის სულიერი მდგომარეობის გამოძახილია და მისი კონცეფცია დაკარგულ სიყვარულს ეხმიანება, როგორც თავად ავტორი ამბობს, ის “ერთგვარი სიყვარულთან გამომშვიდობების აქტია“. სივრცეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენსარტეფაქტების წონა, ფერი და მასალა, მათ შორისაა თიხა, პური, რკინა და მინა. თითოეული მათგანი გარკვეულ მეტაფორას წარმოადგენს, მაგალითად, თიხა მიწას, “როგორც სიკვდილის, დაბადებისა და სიცოცხლის მთავარ ენერგიას“, პური –  ადამიანის ძვლებს, რკინა და მინა – “სამყაროს ევოლუციას, კულტურასა და ფლობა-დამორჩილებას” განასახიერებს. ანდრო დადიანის სიყვარულთან გამომშვიდობების აქტთან ზიარება დამთვალიერებლისთვის 1 თვის განმავლობაში იყო შესაძძლებელი.

წარმოგიდენთ ხელოვნბათმცოდნეების ქეთევან შავგულიძის და დავით ბუხრიკიძის რეფლექსიას ანდრო დადიანის გამოფენაზე:

„სიყვარულის ობიექტის დაკარგვა საკუთარი თავის ნაწილის დაკარგვის ტოლფასია, შენში დაშრევებული, შენახული „სხვის“ წასვლისთანავე „მე“ დაშლას, დანაწევრებას, გახლეჩვას იწყებს. ანდრო დადიანი, როგორც იშვიათი გამონაკლისი ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ძირითად მედიუმად თავის სხეულს იყენებს. ფიზიკურად გამოფენაზე ის არ არის, მაგრამ მის იქ ყოფნას თითქოს კანით გრძნობ. ანონიმური პერსონა სივრცეში ნაწილ-ობიექტებად გაფანტულა. თითოეულ მათგანში აკუმულირებული უზარმაზარი ენერგია მთელს სივრცეს მოსდებია და ისინი ერთგვარ საკრალურ არტეფაქტებად გადაუქცევია – დაბზარული გული კბილებით დაფარულა, სახე სარკის ნამსხვრევებად დაშლილა, სიცოცხლის ხე დამსკდარა, ჭრილობების რენტგენი სათამაშო ველად ქცეულა, ლოგინი ბროლის ცრემლებად დაღვრილა…

ამ ნაწილ-ობიექტებს მკაფიო სომატური მახასიათებლები აქვთ – წონა, ტემპერატურა, სუნი, ფაქტურა,ფერი, ხმა, მაგრამ ამავე დროს ფსიქოლოგიურ აგენტებად ტრანსფორმირებულან. უძველესი მეტაფორული ცნობიერების მსგავსად, სადაც ნივთი სტიქიაა, გმირია, სადაც მას აქორწინებენ, ასაფლავებენ, ასამართლებენ, ესაუბრებიან, ინახავენ, იწყვეტენ, ანდრო დადიანის მატერიასა და სიმბოლოს შორის გამოკიდებული ჰიპერობიექტებიც განსაკუთრებულ მაგიურ ძალასა და ზემოქმედების უნარს ფლობენ. იქმნება რიტუალური ტკივილის ველი, რომელიც კედლებსა და კუთხეებს შორის თიხით, მიწით, მინითა და რკინით იკვრება და ყოველ ჩვენთაგანში აღწევს, რენტგენის სხივებივით ატანს ჩვენს სხეულებში, ეხება ჩვენს ფსიქეს, მიდის ჩვენს გულამდე, სხეულის ყველა ნაწილამდე და პირამდე ავსებს გალერეის სივრცეს.

მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიწის სხვადასხვა ინვარიანტი და უკანა ოთახში, როგორც არაცნობიერში შევაბიჯეთ და ვნახეთ დასაწყისი და დასაბამი, თუნდაც ბრაილის შრიფტით დაწერილი, მაგრამ ასო-ნიშანი და ჯეჯილმოსხმული ფალოსი, რომელიც იმ ბნელ სივრცეში აღმართულა, როგორც ტოტემა, სიცოცხლის ხე, რომელიც ისევ და ისევ პირველსაწყისთან, ეროსთან გვაბრუნებს, რომელიც ცხოვრების კანონზომიერებით, აუცილებლად შეცვლის თანატოსს.“ – ქეთევან (ქეთი) შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გამოფენას Creative Collective Spectrum წარმოგიდგენთ, ხოლო მისი მხარდამჭერია:  თანასწორობის მოძრაობა, შვეიცარიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და გაეროს განვითარების ფონდი.

იხილეთ კონცეფცია

ანდრო დადიანი ინკოგნიტო პოეტი და მულტიმედია ხელოვანია საქართველოდან. რადგანაცსაქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, ხელოვანს უწევს ფსევდონიმი და ნიღაბი გამოიყენოს, რათაარტისტული გამოხატვის თავისუფლება და ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხოება არ დაკარგოს.
მისი ტექსტები და ნამუშევრები ეროტიულ და ჩვენი საზოგადოებისთვის სხვა მგრძნობიარე თემებსეხება. ჰომოფობია, მენტალური და ეკონომიკური ოკუპაცია მისი არტისტული ხედვის მთავარითემებია. ის მათ აღწერს მისთვის დამახასიათებელი სირბილით და სისასტიკით, ამასთან ერთადგამოხატავს პროტესტს და ეძებს გზებს რომ გაექცეს იმ შემზარავ რუტინას რომელშიც ვცხოვრობთ. მისი პერფორმანსები ექსპრესიულობით და მრავალშრიანი არტიკულაციით გამოირჩევა. იდენტობისმიღმა დარჩენილ სხეულს და დროს მის შემოქმედებაში განსაკუთრებული როლი უჭირავს.

***

ანდრო დადიანის უსათაურო გამოფენა სიყვარულთან გამომშვიდობების აქტია, რომელიც საკრალურირიტუალის ძალადობრივ შეწყვეტას მოგვაგონებს. გამოფენის უსათაურობა ავტორის უსიტყვო, გამშრალ, უიმედო სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ექსპოზიციის პერეფრაზა – “დამშვიდობებაწმინდა საქმეა, – ანდრო დადიანის შეყვარებულს ეკუთვნის, “თქვა მან” – კი ბიბლიიდანაა, ასემოიხსენიებს იობი ღმერთს, ხელოვანი კი იობის წიგნის მიბაძვით საკუთარ სიყვარულს ღმერთადწარმოისახავს.
გამოფენის ლირიკულ გმირს, აკრძალულ, ჩამორთმეულ სიყვარულს, უიმედობასა და უღმერთობაშითავიდან უწევს ისწავლოს ცხოვრება და გაუვალ სიბნელეში გზა გაიკვლიოს ბრაილის შრიფტითა დაუსახური ხმებით.
ავტორი განსაკუთრებულ, მეტაფორული მნიშვნელობას აძლევს ნივთების ფიზიკურ წონას, ფერს, მასალას, – თიხა-მიწას, როგორც სიკვდილის, დაბადებისა და სიცოცხლის მთავარ ენერგიას. მასალისჩამონათვალში მნიშვნელოვანია ასევე პური, ადამიანის ძვლები, რკინა და მინა, როგორც სამყაროსევოლუციის, კულტურისა და ფლობა-დამორჩილების მეტაფორა.
ხმა: გიორგი ბადურაშვილი, ილია მიგრიაული
─────────────────
გამოფენის მხარდამჭერია: თანასწორობის მოძრაობა / შვეიცარიის საელჩო / ნიდერლანდების სამეფოსსაელჩო / გაეროს განვითარების ფონდი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.