fbpx

სად შევუკვეთოთ საახალწლო სუფრა? – ორი საახალწლო გასტრონომიული შეთავაზება AT.ge-სგან


გააზიარე სტატია

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

ახალი წელი გვიახლოვდება, წინასაახალწლო ფუსფუსით, გადარბენით და ერთმანეთზე ზრუნვის სასიამოვნო რიტუალებით. წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის სასიამოვნო კულმინაცია საყვარელ ადამიანებთან ერთად საახალწლო სუფრასთან თავმოყრაა. საახალწლო სუფრა კი გემრიელი  და ტრადიციული კერძების გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ოჯახს  საახალწლო სუფრის კერძების საკუთარი ტრადიცია აქვს, ბებიების მიერ შემონახული საცივის და   გოზინაყის რეცეპტებით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ასევე  კულინარიული თავგადასავლებით, როცა ნოსტალგიურთან ერთად, ახალი, საინტერესო და ეგზოტიკური გემოების შეხამების და გამოცდის დროც დგება. 

წინასაახალწლო სამზადისი უკვე ყველგან იგრძნობა. საცობების სიმრავლე და რიგებიც იმას  მიგვანიშნებს, რომ ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან ახალი წლის ღამისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიმარტივოთ დატვირთული კვირა და შემოგთავაზოთ საახალწლო სუფრის მენიუები AT.ge-ს მეგობარი რესტორნების ქსელებიდან, რათა  უფრო მეტი დრო და ენერგია დაგრჩეთ ძვირფასი წუთების სასიამოვნოდ გასატარებლად.  

„რიგი” გასტრონომიული ბაზრის მიმართულებით განვითარებული თანამედროვე დუქანია, სადაც ქართული, მეტწილად, ძველთბილისური კულტურა და ხასიათი ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ტენდენციებს, როგორც კერძების სერვირების, ისე – გარემოს თვალსაზრისით. 

საქართველოს რეგიონების უნიკალურობა ქართული სამზარეულოს გამორჩეულ მრავალფეროვნებას განაპირობებს. შესაბამისად, „რიგის” მენიუც ძველი თბილისის და ქვეყნის სხვა ტერიტორიების შთაგონებით შექმნილი ნაციონალური კერძების ნაზავს მოიცავს. თანამედროვე გასტრონომიულ დუქანში უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტებს და შეფის საავტორო კერძებს დააგემოვნებთ. აქ შეიგრძნობთ მძაფრ არომატებს და ჰარმონიულ კომპოზიციებს საქართველოს თითოეული კუთხიდან.

“რიგი” გთავაზობთ ორი ტიპის მენიუს: საახალწლო ტრადიციულ სუფრას და საახალწლო სამარხვო სუფრას. ინდაურის საცივი, ლაბა – “ხალადეცი”,  საქონლის გუდა მჭადის ჩიფსით, იმერული კუჭმაჭი ნუშის ბაჟეთი, გოჭი, დედა-ხაჭაპური, ლობიანი, სოკო “კახურად”, ხონთქარი “ბარაბულკა”, ხბო საფერავში, დედას პური, ტყემალი, ცოლიკოური – კლასიკური, მშრალი (ლეჩხუმი), საფერავი – წითელი, მშრალი (კახეთი).  საცმაცუნოების ხონჩა – ისპანახის, ჭარხლის და ეკალას ფხალი, ბულგარული და ყაბაყი ნიგვზით და ნიგვზიანი ბადრიჯანი – ეს “რიგის” მენიუა, რომელიც  10 ადამიანზეა გათვლილი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ სამარხვო მენიუც, რომელიც შედგება სამარხვო კერძებისგან – ლობიანი, დედას პური, ორაგულის ბაჟე, სოკო “კახურად”, საცმაცუნოების ხონჩა – ისპანახის, ჭარხლის და ეკალას ფხალი, ბულგარული და ყაბაყი ნიგვზით, ნიგვზიანი ბადრიჯანი; ასევე სიბასის რულეტი პრასით, ხონთქარი “ბარაბულკა”, კალმახის რულეტი ჯონჯოლით, მჭადი, მწვანე ტყემალი, ალუბლის ტყემალი, ღანძილის მჟავე, გოგრის მჟავე, შემწვარი არტიშოკი. 

ტრადიციული და თანამედროვე კერძების შერწყმა – “ვერის დუქნის” სპეციალური საახალწლო შეთავაზება სწორედ ასეთი სინთეზით გამოირჩევა და შესაბამისად, ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის საინტერესო და მომხიბვლელი შეიძლება იყოს. თუ როგორი უნდა იყოს  საახალწლო სუფრა,  ამას თავად მომხმარებელი ირჩევს, რადგან “ვერის დუქანი”  ყოველ წელს საახალწლო სუფრის  განსაკუთრებულ “სეტს” გვთავაზობს, რომელშიც შედის  როგორც ქართული, ტრადიციული, ასევე შერეული, არატრადიციული კერძებიც და ასეთ არჩევანზე ხელმისაწვდომობა წელსაც არ იქნება გამონაკლისი. “ვერის დუქნის” საახალწლო მენიუში ჰარმონიულად “თანაარსებობენ” ისეთი კერძები, როგორებიცაა  – საცივი, შემწვარი გოჭი, შემწვარი ინდაური და გამომცხვარი ორაგული, ისპანახი თეთრი სოუსით;  გამომცხვარი ინდაური კომშებით, ფორთოხლებით, კარაქით,  როზმარინით და  შემწვარი ბრიუსელური კომბოსტოს გარნირით; დამარინადებული ორაგული, ე.წ. გრავლაქსი, ჭარხლით და კამით და  ისპანახის და ბეკონის დიდი ღვეზელი; ბროწეულის ბაჟე და “პავლოვას” დესერტი. საახალწლო სუფრის “სეტში” ყველა მომხმარებლის გემოვნება  გათვალისწინებულია – ვინც ნოსტალგიას ეძებს და  ვინც სიახლეებს და გამოწვევებს  არ უშინდება. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.