fbpx

ლიტერატურული გამოფენა არტ თერაპიაში


გააზიარე სტატია

მულტიფუნქციურ სივრცე  „ ართ თერაპიაში „ თეონა თიგიშვილისა და ანა ქაჯაიას საერთო გამოფენა გაიმართა . თითქმის ჩაბნელებულ სივრცეში ,რომელშიც მხოლოდ საგამოფენო ექსპონატები განათდა , მონიტორზე 4 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაგხვდა,რომელმაც ხმით და ახლო ხედების საშუალებით, ჩანაფიქრის კიდევ უფრო მკაფიოდ აღქმის შესაძლებლობა მოგვცა.

სივრცეში ,მთლიანად და ხელშესახებად გაცოცხლდა 70 – იანი წლების ამერიკა.მოქმედება  Midnight Motel-ში  შეყვარებული წყვილის ირგვლივ განვითარდა. გამოფენის იდეა ავტორებს ,  ამერიკელი მწერლის რაიმონდ კარვერის ერთ -ერთი მოთხრობის მიხედვით გაუჩნდათ . მოტელის მაკეტი და ფილმში მთხრობელის მიერ მოყოლილი მთავარი გმირის ამბავი ,განათებებითა და წვიმის ხმით , დროში მოგზაურობის საინტერესო ექსპერიმენტი იყო .

ანა ქაჯაია : „ გამოფენის მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვქონდა და ამ დროში , ყველაფრის აწყობა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა  გამოფენის სტუმრები ,  აღტაცებულნი  და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ. ბევრმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის გამოფენა არ უნახავთ, ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო .

მიუხედავად იმისა ,რომ გამოფენა სულ რამდენიმე სააათი გაგრძელდა, ინტერესი დღემდე საკმაოდ დიდია და ისევ ბევრი უცხო თუ ნაცნობი გვეკითხება,  სად შეიძლება გამოფენის ნახვა. ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებისგან, მათ სურვილი გამოთქვეს იგივე გადავიტანოთ მათ სივრცეშიც.

ამ ყველაფერმა , მოგვცა სტიმული ახალი წლიდან   ახალი და კიდევ უფრო დიდ სივრცეებში ჩვენი ნამუშევრის გამოფენა მოვაწყოთ .  ამით , დამთვალიერებლებს , საშუალებას მივცემთ ხელმეორედ , თუ პირველად , ჩვენი გამოფენა ნახონ . „


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.