„ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე…“ – ქეუ მეფარიშვილის სოლო გამოფენა „არტარეა გალერიში“
ქეუ მეფარიშვილის გამოფენა, „ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე…“, წარმოადგენს მრავალშრიან ნარატივს, რომელიც, ძირითადად, თიხის ნამუშევრებისა და ნაპოვნი საგნებისგან შექმნილ მცირე კოლექციაში განივრცობა.
შოუს თემა სპირალურად ვითარდება ბებიაზე პირადი მოგონებებიდან მითებამდე და მითებიდან – სოციალურ ესთეტიკამდე. ამ მოგონებების გაშუქებისას, ქალის ფიგურა გაორებულია წინაპარსა და მის არქაულ გამოსახულებას შორის.
ეს გაორება ჩანს ტექნიკაშიც, თითქოს, მრავალშრიანი ამბავი არტისტს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისკენ უბიძგებს, როგორიცაა თიხის გამოწვა და ჭედური ხელოვნება. ეს უკანასკნელი ქრისტიანული ხატების ჩარჩოების გასაფორმებლად გამოიყენებოდა. ჩნდება კითხვა, თუ როგორ ფუნქციონირებს პროფანული და წმინდა სფეროებიდან ამოღებული ყველა ეს დაპირისპირება? და არა მხოლოდ ეს. ნამუშევრის გამოკვლევისას მაყურებელი აღმოაჩენს, რომ სკულპტურების მიღმა ერთგვარი სიმბოლური განზომილებაა, რომელიც ქუჩის ძაღლებს შორის დომინაციის პრინციპს ასახავს.
როგორც თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, “Fest i Nova”, ბოლო გამოფენა, ის, შეიძლება, ჩაითვალოს მიმდინარე კონცეფციის კულმინაციად, რაც სოციალური ესთეტიკის მიღმა წმინდა ფორმების აღმოჩენას გულისხმობდა. გამოფენებაში ხსენებულ კონცეფციას ჩვენ ფართო კუთხით ვხედავთ: მოგონებების ყოველდღიურობასთან შეხებით, ჩნდება ურბანული ფორმები, რომლებიც ნაცნობი გამოსახულების მიუხედავად, კვლავ ატარებენ არქაულ აურას, გამჟღავნებულს უცხო ფორმაციებში.