fbpx

მეამა ქოლექთი მთაში –  შენი საყვარელი ახალი ადგილი ბაკურიანში


გააზიარე სტატია

წარმოიდგინე თოვლი, სიცივე, და უეცრად გემრიელი თბილი სასმელი, რომელსაც ხან კენკრის, ხან ციტრუსის, ხან შოკოლადის და ხან კარამელის  არომატი აქვს. ან წარმოიდგინე ბაკურიანი, სადაც სრიალისგან დაღლილი, ცხელ სასმელს და გემრიელ სენდვიჩს ნატრობ, უცებ კი იქვე, 25-იანებთან, ხედავ თბილად განათებულ საუცხოო ადგილს, სადაც შენი ნატვრა რეალობად ზუსტად ერთ წუთში იქცევა. ისიც წარმოიდგინე, ბავშვებთან უსასრულო თამაშის შემდეგ, ერთ წუთს საკუთარი თავისთვის რომ გამოყოფ, თვალებს ხუჭავ და ნანატრი ყავის პირველ ყლუპს აგემოვნებ… ხომ წარმოიდგინე? ხოდა, იცოდე, რომ ყველა ეს სიამოვნება თავს იყრის ახალ „მეამა ქოლეთში“, რომელიც ყავისა და ჩაის უნიკალური სასმელებით უკვე ბაკურიანშია!

„მეამას“ სათავო ოფისის, ბრენდული სივრცეებისა და „ქოლექთის“ სხვა ობიექტების საუცხოო სტილსა და ფერებს უკვე ყველა მომხმარებელი ცნობს და გამოარჩევს. ყველას განსაკუთრებულად უყვარს „მეამა ქოლექთი ზღვაზეც“, რომელიც ბათუმის სანაპიროს სეზონურად ამშვენებს და ახალისებს. ახლა კი – თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის შემდეგ – ბაკურიანის ჯერიც დადგა და „მეამა ქოლექთი“ უკვე მთაშიც გამოჩნდა, თანაც – სულ სხვანაირი ვიზუალით. მისი განათებული შუქურა შორიდანვე ყურადღებას იქცევს, კონტეინერის კონცეფცია კი საშუალებას იძლევა, ახალი „მეამა ქოლექთი“ თავისუფლად ტრანსპორტირდეს და გარემოსა და ექსტერიერს სხვადასხვა კუთხით მოერგოს. ამ საუცხოო სიახლის დიზაინერი, ისევ და ისევ, არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

მისი შექმნის პროცესში ბევრი გამოწვევა იყო: ნაგებობა უნდა ყოფილიყო მარტივად დასაშლელასაწყობი; ასევე, უნდა ჰქონოდა ისეთი ზომები, რომ ადვილი ყოფილიყო მისი ტრანსპორტირებაგარდა ამისა, არსებულიმეამა ქოლექთებისგანგანსხვავებული და დასამახსოვრებელი ვიზუალით უნდა გამორჩეულიყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა მაქსიმალურად კომპაქტური შიდა სამუშაო სივრცე, სადაც დასაქმებული ადამიანები თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობდნენ. ამ პროექტზე მუშაობა ნამდვილად საინტერესო იყო და მიმაჩნია, რომ სრულად პასუხობს იმ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რაც მისი შექმნის პროცესში გვქონდა. მგონი, საინტერესო და განსხვავებული პროექტი გამოვიდა…“

„მეამა ქოლექთი მთაში“ ირგვლივ არსებულ ურბანულ გარემოს ნამდვილად იდეალურად ერგება და ყველასათვის კარგად ნაცნობ 25-იანებთან ჩავლილ სტუმრებსა და ადგილობრივებს ნაცნობი ფერებითა და საუცხოო სურნელით იზიდავს. საუცხოო იმიტომ, რომ აქ ახალი, სპეციალურად ბაკურიანისთვის შექმნილი კოქტეილებიც მზადდება და სენდვიჩებიც, რომლებიც „ქოლექთის“ მომხმარებლებისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლეა. რა თქმა უნდა, ყველა სხვა პროდუქტისა და რეცეპტის მსგავსად, „მეამას“ სენდვიჩებიც მაქსიმალურად ჯანსაღი, უნიკალური და, რაც მთავარია, გემრიელია. უფრო მეტიც – ორაგულის, ლორის, ინდაურის, ვეგანური და ვეგეტარიანული სენდვიჩების პური სპეციალურად „მეამასთვის“ მზადდება!

მთის ცივ და სუფთა ჰაერში განსაკუთრებულ სურნელს აფრქვევს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი – „გოზინაყის ლატე”, ახალი და საუცხოო „ტროპიკული ზამთარი“, ყველაზე არომატული „ცხელი ყავა ციტრუსით“, განსხვავებული გემოების მოყვარული სტუმრებისთვის შექმნილი „ვინთერ სფაის ლატე“ და „საშობაო კენკრის პუნში“, რომელმაც თავისი წილი პოპულარობა უკვე მოიპოვა.

მოკლედ, ნებისმიერ დროს, როცა ბაკურიანში სრიალით დაიღლებით, შესვენება და ამოსუნთქვა დაგჭირდებათ, უბრალოდ ყავის ან ჩაის დალევა მოგინდებათ, მოგშივდებათ ან მეგობრებთან ერთად 25-იანების დალაშქვრას გადაწყვეტთ, უკვე გეცოდინებათ, რომ თქვენი ახალი საყვარელი გაჩერება „მეამა ქოლექთია“ – ადგილი, რომელიც დილის 10:00-დან საღამოს 22:00-მდე გაგათბობთ, დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ და ახალი თავგადასავლებისთვის მოგამზადებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.