fbpx

“ბრუნტეტი – დაბრუნება” : kordz ახალი მუსიკალური სპექტაკლით ბრუნდება


გააზიარე სტატია

 

5 თებერვალს ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, იგივე kordz, ახალი პროექტით ბრუნდება. “ბრუნტეტი – დაბრუნება” – ასე ეწოდება მუსიკალურ სპექტაკლს, რომელიც თეატრალურ გაერთიანება “ჰარაკის” და ჰოლანდიური ანსამბლ Kluster-5-ის თანამშრომლობით შეიქმნა. 

 

პროექტი დაფუძნებულია kordz-ის მუსიკალურ ნაწარმოებზე “1999”, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და რომელშიც გამოყენებულია არტისტის მიერ 1999 წელს გაკეთებული აუდიო-ინტერვიუები. ამ ჩანაწერებში 5 წლის kordz გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო – ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.  

პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე “ჰარაკის” გუნდმა და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს. შესაბამისად, 5, 6 და 7 თებერვალს პროექტის პრემიერას სწორედ “ჰარაკი” უმასპინძლებს, ხოლო 11 თებერვალს  “ბრუნტეტი – დაბრუნება” Silk Factory Studio-ს ეწვევა. სპექტაკლის სამსახიობო ანსამბლის შემადგენლობა შემდეგნაირია: ანასტასია ჭანტურაია, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე და თემო რეხვიაშვილი.

საიდუმლო არ არის, რომ ალექსანდრე კორძაიას მუსიკალური პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანი თუ მრავალწახნაგიანია, თუმცა “ბრუნტეტი – დაბრუნება” მისი კარიერის ახალ, განსხვავებულ ეტაპად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მისი ადრეული ნამუშევრები კლასიკური მუსიკის, ელექტრონული ჟღერადობის და სხვადასხვა ტიპის აუდიო-ექსპერიმენტებს მოიცავს.  

რამდენიმე წლის წინ kordz სასწავლებლად და სამუშაოდ ჰააგაში (ნიდერლანდები) გადავიდა, სადაც საინტერესო პროექტები განახორციელა, რომელთა ფარგლებშიც ისეთ ორკესტრებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა: Residentie Orchestra (ჰააგა), Junge Norddeutsche Philharmonie, ქართული ფილარმონიული ორკესტრი,  Dortmunder Philarmoniker, Nieuw Ensemble (ამსტერდამი)  და Kluster5 (ჰააგა).

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით.

28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.