fbpx

MUA Architecture & Placemaking: “თბილღვინოს” ახალი ფუნქციურ-არქიტექტურული პროექტი ყვარელში


გააზიარე სტატია

MUA Architecture & Placemaking  არქიტექტურული ოფისია, რომლის სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით, მათი საქმიანობის სფერო და მიზნები საზოგადოებისათვის სასიკეთო პროექტების ინიციირება და განხორციელებაა.

MUA-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია: ყვარლის ღვინის კლუბი, სასტუმრო შაორის ტბაზე, ზემო სათაფლე, ფაბრიკა თბილისში, სასტუმრო “ჰამპტონი” და საცხოვრებელი კომპლექსი, ვილა კო, ვილა აბასთუმანი, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მწვანე კონცხი ბოტანიკო,  წყნეთის რეზიდენციები, ოზურგეთის იუსტიციის სახლი, თბილისის პროკურატურა, ლაზიკის მუნიციპალიტეტი, სქაილაინი, Booking.com-ის რეგიონული ოფისი, აპარტ-ოტელი რუმსი, სილქნეთის გაყიდვების ოფისი, ფილიპ მორისის საქართველოს ოფისი, ფოთის იუსტიციის სახლი და სხვა. (იხ. პროექტების ფოტოები: https://mua.ge/ka/work/architecture).

დღეს კი თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ MUA-ს გამორჩეულ, უნიკალურ და ფუნქციურ-არქიტექტურულ პროექტზე, რომელიც ღვინის კომპანია  “თბილღვინოსთან” ერთად განხორციელდა. ეს გახლავთ  ღვინის მარანი და ვიზიტორების ცენტრი ტკეპნილი მიწისგან, რომელიც კახეთის რეგიონში, კერძოდ,  ყვარელში მდებარეობს.

შენობაში განთავსებული იქნება საქვევრე და ღვინის მარანი, სადაც ვიზიტორები შეძლებენ დაათვალიერონ ქვევრებში ღვინის დამზადების პროცესი და დააგემოვნონ თბილღვინოს რჩეული ღვინოები. შენობის არქიტექტურა უნიკალურია კავკასიის რეგიონისათვის, რადგან ითვალისწინებს ტკეპნილი მიწის, როგორც ძირითადი სამშენებლო მასალის გამოყენებას, რომელიც ადგილობრივი მიწის, თიხის, ქვიშისა და ხრეშის ნარევს წარმოადგენს და არ აქვს უარყოფითი გავლენა გარემოზე. 

სწორედ MUA-სა  და “თბილღვინოს” საინტერესო პარტნიორობამ, საერთო მიდგომებმა და ხედვებმა განაპირობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.