fbpx

“შემოდი ჩემს ბაღში” / Nato Bagrationi “Come Into My Garden” – ნატო ბაგრატიონის სოლო გამოფენა ღია სივრცეში


გააზიარე სტატია

სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე“ წარმოგიდგენთ ხელოვან ნატო ბაგრატიონის სოლო გამოფენას, “შემოდი ჩემს ბაღში”. წარმოდგენილი ნამუშევრები, უმეტესწილად, დიდი ზომის აბსტრაქტული ფერწერებია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ნაჭრებზე აკრილის საღებავითაა შესრულებული. ამოფენაზე ასევე შეხვდებით ობიქეტებს, დაუმუშავებელი ხისგან შექმნილ სკულპტურებსა დაფოტოებს.

ნატო ბაგრატიონი: „გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში სხვადასხვა მედიუმზე გადავწყვიტე მემუშავა. ფოტოები ექსპერიმენტალური სახით მაქვს წარმოდგენილი, ხოლო ნახატები სხვადასხვა ტექსტილზე მაქვს შესრულებული, რომლებიც დროთა განმავლობაში შევაგროვე.

2022 წლის იანვარში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, „ღია სივრცის“ დროებითი რეზიდენტი გავხდი, რის ფარგლებშიც მოხდა ამ ყველაფრის შექმნა. ყველა ნამუშევრის იდეა სპონტანურად მომდიოდა. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, რადგან წინასწარ კონცეფცია არ მქონდა და შესაბამისად არ ვიცოდი რა შედეგს მივიღებდი.“

ბუნებრივი მასალებით დაინტერესებული ხელოვანი, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობებს აკვირდება, ბუნების ელემენტებში ადამიანის ანარეკლებს ეძებს. ოველი ნამუშევარი ამ ძიებას ეხმიანება და ერთიანობაში, ავტორის მიერ საკუთარი აბსტრაქტული ბაღის შექმნის მცდელობას წარმოადგენს.

ნატო ბაგრატიონი (1990) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ის ძირითად სამუშაო მედიუმებს წარმოადგენს ფერწერა და ინსტალაცია. ელოვანი ასევე მუშაობს ინტერიერისა და პროდუტის დიზაინზე, კინოს მხატვრობასა და კინოს კოსტიუმის დიზაინზე სხვადასხვა საავტორო ფილმებში. აასთან ერთად, შექმნილი აქვს სახელოვნებო წიგნები დაფოტოები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.