fbpx

თქვენი საყვარელი შესვენების ადგილი მოგზაურობისას


გააზიარე სტატია

ავტორი: ნათია გაბუნია

 

საახალწლო და სადღესასწაულო დღეების დასრულების მიუხედავად, გარეთ ისევ ზამთარია და ჯერ კიდევ დაგვრჩა დრო, თოვლის მოყვარულებმა საოცნებო უქმეები ზამთრის კურორტებზე გავატაროთ.  გადატვირთული სამუშაო დღეების გათვალისწინებით, მოგზაურობა საუკეთესო გადაწაყვეტილებაა. ალბათ, ყველას ახსოვს საკუთარი თავი ბავშვობაში – როგორ ველოდებოდით გრძელ გზაზე მოგზაურობის დროს, პირველ შესვენებას.

გზაზე პირველი შეჩერება, ხშირ შემთხვევაში ბავშვობის ემოციასთან გვაბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურობის დაუვიწყარი თავგადასავალი იწყება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვგეგმავთ მოგზაურობას – ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სწორედ გზაზე შეჩერების ადგილს უკავშირდება.

სად გავჩერდეთ? რა მივირთვათ? რა დაგხვდება, რამდენად კომფორტულად და სწრაფად შევძლებთ შეჩერებისთვის გამოყოფილი დროის გამოყენებას? ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი პირველი თავგადასავალია მოგზაურობის დროს.

ამიტომ, დასვენების დღეების უფრო კარგი  დასაწყისისთვის, ხშირად ვეძებთ გემრიელ  ყავას, ჩაის და სხვადასხვა თავშესაქცევ საკვებს. მგზავრობის ეს უწყინარი ტრადიცია თითქმის გარდაუვალი, საყვარელი და პროგნოზირებადი ნაწილია ხანგრძლივი გზების მოყვარულთათვის.

ჩვენს მიერ არჩეული ზამთრის კურორტებისკენ მიმავალ ნებისმიერ გზაზე, „სმარტისა ‘ და „ვისოლის „ ობიექტები გვიმპასპინძლებენ. მათთან მცირეხნიანი გაჩერების შემთხვევაშიც კი, კომფორტისა და განტვირთვის საუკეთესო სივრცეში მოხვდებით. იქ ყველაფერია იმისთვის, რათა ჩვენი მგზავრობა უფრო მხიარულ და სასიამოვნო პროცესად იქცეს. ნუ დავივიწყებთ – გზა, მოგზაურობისა და თავგადასავლების ერთ-ერთი მთავარი და საწყისი ნაწილია.

სწორედ ზამთრისა და თხილამურებით სრიალის თემატიკას ეძღვნება” ვისოლ ჯგუფის” და ფოტოგრაფ იკა ხარგელიას შემოქმედებითი კოლაბორაციაც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.