fbpx

EsCard-ის აპლიკაცია 20 თებერვლიდან ჩაეშვება


გააზიარე სტატია

 

“თუ დარწმუნებული ხარ, რომ გამოვა – აუცილებლად გამოვა.” 

ნიკო ღუღუნიშვილი, EsCard-ის თანადამფუძნებელი

 

AT.ge-ის სტატია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, გვიყვება ბარათის შესახებ, რომელიც თანამედროვე ადამიანებისთვისაა, აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს თქვენთვის საყვარელ ობიექტებში.

როგორ გაჩნდა ესქარდის შექმნის იდეა?

ჩემს მეგობართან და პარტნიორთან, ჯეჯი გომელაურთან და სხვა ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს ესქარდს წარმოვადგენთ, ვმსჯელობდით, რომ არსებობს კონკრეტული ჯგუფებისთვის შეთავაზებები. მაგალითისთვის, მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის განკუთვნილი საგადახდო ბარათები, რომლებზეც მიბმულია სხვადასხვა ტიპის აქციები და ფასდაკლებები. იდეა იყო, რომ არ არის აუცილებელი იყო სოლო ან სტატუსი, რომ  სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კლინიკებში კარგი ბენეფიტებით ისარგებლო. სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ, დასაქმებულ ადამიანებს ხომ არ შევთავაზოთ, ექსკლუზიური ბარათი, რომელიც უამრავი სახის სარგებელს გულისხმობს. ეს იქნება  სერვისი კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთვის.  იდეა ყველას მოგვეწონა და დავიწყეთ ესქარდის შექმნაზე მუშაობა.

ესქარდის გუნდმა გადაწყვიტა აპლიკაციის შექმნა – EsCard-ის აპლიკაცია 20 თებერვლიდან ჩაეშვება და iOS და Android სისტემებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, აღნიშნული აპლიკაცია მომხარებელს გაუმარტივებს სხვადასხვა ბენეფიტების და შეთავაზებების ნახვას. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოსვლას თან მრავალფეროვანი სიახლეები ერთვის.

 

რითაა ესქარდი გამორჩეული?

ხარისხით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ეს ხარისხი სულ შევინარჩუნოთ. ამასთან, ის ძალისხმევაც, რომელსაც ესქარდის გუნდი იდეის წარმოშობის წამიდან მომხმარებლისთვის პროდუქტის შექმნაში დებს. პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორები ესქარდის მომხმარებელს განსაკუთრებულ ბენეფიტებს სთავაზობენ. არიან კომპანიები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენთვის აკეთებენ  გამორჩეულ შეთავაზებებს, მაგალითად, სუპერი, მინისო… კლინიკები – რეპროარტი – 20%, მეგალაბი – 30 %.

 

რა არის ესქარდის მთავარი მიზანი?

ესქარდის მთავარი მიზანია ინტერნაციონალური კომპანიების ჩართვა და მისი მეზობელ ქვეყნებში გატანა – მომხმარებლისთვის შეთავაზებების და ფასდაკლებების გამოყენება საქართველოს საზღვრებს გარეთ. უკრაინა რომ ომს მოიგებს, უკრაინულ ბაზარზე შესვლა.

 

AT.ge-ის მკითხველს ესქარდის გაცნობა შეუძლია საიტზე – https://escard.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.