fbpx

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში თანამედროვე პოეზიის სერიით ბრუნდება


გააზიარე სტატია

 

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში ამჯერად თანამედროვე პოეზიის სერიით ბრუნდება.

კლუბი უმასპინძლებს ქართველ პოეტებს და შეხვედრის განმავლობაში სტუმრები მიმოიხილავენ თანამედროვე პოეზიის ტენდენციებს, წაიკითხავენ თავიანთ გამორჩეულ ლექსებს და მოგვიყვებიან შემოქმედებით გამოცდილებაზე

 

11 თებერვალი, 18:00

რატი ამაღლობელი – „ანგელარიუმი“ 

რატი ამაღლობელი ქართველი პოეტი და ლიტერატურული პრემიასაბასდამფუძნებელია. მისი ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. პოეტი შეხვედრაზე ისაუბრებს და წაიკითხავს ლექსებს თავისი კრებულიდანანგელარიუმი”. კრებულში დაბეჭდილი  ლექსების უმრავლესობა 10 წლის განმავლობაში, 2006-2016 წლებში, იწერებოდა.

 

18 თებერვალი, 18:00

ეკა ქევანიშვილი – „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ 

ეკა ქევანიშვილი ქართველი პოეტი და ჟურნალისტია. ასევე, ავტორია პოეტური კრებულებისა – „ჭორია“ (2006), „აქ ნუ დადგებით“ (2010), „სახლის გაყიდვა“ (2013), „ევაკუაციის გეგმა“ (2015) და ესეების კრებულისალიტერატურული პროფაილი“.  კრებულმასახლის გაყიდვა“ 2014 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემიასაბანომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული.

შეხვედრის მოდერატორიმწერალი  თამთა მელაშვილი.

 

25 თებერვალი, 18:00

გიორგი ლობჟანიძე – „არაბულის მასწავლებელი“ 

გიორგი ლობჟანიძე ქართველი პოეტი და მთარგმნელია. მას თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში.

პოეტს გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული: „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერების თაიგული“ (2004), „არაბულის მასწავლებელი (2013).

შეხვედრებზე დასასწრებად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ  www.conceptevents.geზე, რის შემდეგაც კონცეპტასისტენტი შეხვედრაზე დასწრებას დაუდასტურებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.