fbpx

dogdog.ge – იპოვე შენი ერთგული მეგობარი


გააზიარე სტატია

 

dogdog.ge შინაური ცხოველების ახალი ონლაინპლატფორმაა. ვებგვერდი მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: ძაღლების და კატების აყვანა, გაჩუქება, ყიდვა-გაყიდვა,  ინფორმაცია დაკარგულ და ნაპოვნ ცხოველებზე, ზოომაღაზიებზე, ვეტერინალურ კლინიკებზე, გრუმერებზე და სხვა.

ყველაფერი დაიწყო კარგი იდეით. შემდეგ არსებული სიტუაცია შეფასდა, საბოლოოდ კი შეიქმნა dogdog.ge – ერთგული მეგობრების და მზრუნველი პატრონებისთვის.

მიუხედავად სხვადასხვა მსგავსი სერვისისა, ყველას აკლდა მთავარი – ერთიანი სივრცე და მრავალფეროვანი არჩევანი. 

აქამდე ინფორმაცია მეტწილად გაფანტული, რთულად მოსაძებნი და ძალიან კონკრეტული იყო. უმეტესობას აკლდა მთავარი ელემენტები: მარტივი საძიებო სისტემა, სორტირების საშუალება და ერთობლიობა. 

ამ მიზნით შეიქმნა dogdog.ge. პლატფორმა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ძირითადად შინაურ ცხოველებს და ფრინველებს ნახავთ: ძაღლებს, კატებს, ჩიტებს…    ასევე, რეპტილიებს და ამფიბიებს.

ძებნა შესაძლებელია როგორც კატეგორიების, ასევე მომსახურების სფეროს მიხედვით. მაგალითად: გრუმერი, ჰენდლერი, ვეტერინარი და ა.შ.

dogdog.ge აერთიანებს ცხოველებს და მათ შესახებ არსებულ საკითხებს.

„გვინდოდა შეგვექმნა ერთიანი სივრცე, სადაც ერთგული მეგობრის მოძებნა მარტივი და ხელმისაწვდომი იქნებოდა“

ახალი პლატფორმის წარმატება საწყის ეტაპზევე გამოჩნდა. რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. 

„ძალიან გვახარებს თითოეული განთავსებული განცხადება. ყოველი ახალი რეგისტრირებული მომხმარებელი გვარწმუნებს,  რომ იმ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც აუცილებელი იყო“.

dogdog.ge-ის ვებგვერდზე გარჩეული – „“-ის ფორმის თაგითაც შეხვდებით განცხადებებს. ასეთი მონიშვნა მხოლოდ უსახლკარო ძაღლების შესახებ არსებულ  ინფორმაციას ახლავს თან. ეს იმ ცხოველებს  ეხება, რომელთაც მეტი ყურადღება სჭირდებათ.

„თუ ამბობ, რომ გიყვარს ბავშვები, მხოლოდ საკუთარზე არ უნდა ზრუნავდე, სხვისი ბედიც უნდა გადარდებდეს და მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მინიმუმი მაინც შეძლო მათთვის. ასევეა ცხოველის შემთხვევაშიც, თუ ამბობ, რომ გიყვარს ცხოველები – ძაღლი, კატა ან სხვა, არ შეიძლება მხოლოდ საკუთარს უვლიდე, სხვასაც უნდა გაუწოდო ხელი…“

dogdog.ge-ის პლატფორმა თანამშრომლობის სურვილს ყველა ორგანიზაციასთან, მოძრაობასთან თუ ფიზიკურ პირთან გეგმავს, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

„ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, რომელსაც ცხოველების ბედი ადარდებს. სწორედ ასეთმა ადამიანებმა და მათმა თავგანწირულმა შრომამ შთაგვაგონა ჩვენი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა. შეუძლებელია მათი თავდადების არდანახვა და იგნორირება. ჯერ შეიძლება ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია – გავაერთიანოთ ყველა, ვისაც უყვარს ცხოველები და ზრუნავს მათზე“.

პროექტის წარმატებამდე ჯერ დიდი დროა, მისი მხარდაჭერა კი ყოველ ახალ განაცხადშია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს ცხოველების თემატიკაზე. 

„გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო და კარგ საქმეში. ხელი შევუწყოთ როგორც მომშენებლებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ უპატრონო ცხოველების მიმართ“.  

თუ ცხოველის აყვანა, ყიდვა ან გაყიდვა გსურთ, ეს უკვე შესაძლებელია. ამისათვის ეწვიეთ dogdog.ge-ს პლატფორმას და შეარჩიეთ თქვენი სასურველი ერთგული მეგობარი მისამართზე: www.dogdog.ge

Facebook: https://www.facebook.com/dogdog.ge

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.