fbpx

სწორ დროს, სწორ ადგილას – ანანო დოლაბერიძე SOLO X-ის შესახებ


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე სამყარო სიახლეებით და მოულოდნელობებით არის სავსე, ეს მოულოდნელობები კი ხშირად გამოწვევებში გადაიზრდება, რომლის გასამკლავებლადაც საიმედო საყრდენი გვჭირდება. იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ, საჭიროა შეუჩერებლად წინ ვიაროთ. ასეთ დროს მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარემო ფაქტორებმა ის ბარიერი არ შექმნას, რომელიც ჩვენთვის ძვირფას დროს დაგვაკარგვინებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თანამედროვე ადამიანისათვის უპირველესი პრიორიტეტია,  როგორც მომხმარებელს, მასზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტზე ჰქონდეს წვდომა. 

დღეს გვინდა SOLO X- ზე გიამბოთ –  პროდუქტზე, რომლითაც SOLO მომხმარებლებისათვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. SOLO X  მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და  ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, 24/7-ზე მიიღონ ქოლ-ცენტრის მხარდაჭერა და SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად განახორციელონ ეფექტური ფინანსური ოპერაციები.

პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, SOLO X მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე – ინტერნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე; ეს  მათ შესაძლებლობას აძლევს, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს SOLO X-ის სარგებლის მხოლოდ ნაწილია.  

SOLO X მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი უპირატესობებით უზრუნველყოფს, როგორიცაა, მაგალითად, აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და ასე შემდეგ.

ამგვარი სერვისების მნიშვნელობას რეალურ მასშტაბებში ინდივიდუალური ისტორიების გაცნობისას უკეთ ვიგებთ. ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით სიახლეს ნერგავენ, უამრავ გამოწვევას ინოვაციური ხედვით უმკლავდებიან და მუდმივად წინ მიდიან. მათ კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სწორ დროს, სწორად ადგილას მიღებული სრულყოფილი მომსახურება.

დღევანდელ ბლოგში საკუთარ გამოცდილებას Phubber-ის თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე გაგვიზიარებს.  

Phubber უნიკალური კონცეფციის ონლაინ შოპინგის პლატფორმაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წელს გაჩნდა – მაშინ, როდესაც ონლაინვაჭრობის გამოცდილება  ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული. Phubber-მა ქართველ მომხმარებელს შოპინგის ახალი გამოცდილება სწორ დროს და სწორი ხედვით შესთავაზა –  ეს იყო პროდუქტი, რომელიც ქართველ მომხმარებელს  იმ მომენტში, თუნდაც ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად სჭირდებოდა და თანამედროვე სამომხმარებლო კულტურაში ბევრი მიმართულებით სასარგებლო ცვლილებებს გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ, Phubber-ის დამფუძნებლებმა კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის გამოცდილების სწორად შეფასების, დღევანდელი გამოწვევების გაანალიზებისა და მომავლის ხედვის შედეგად შექმნილი სერვისი.  SOLO X  მათთვის სწორედ იმ ფინანსურ მომსახურებად იქცა, რომელმაც ზუსტად უპასუხა თანამედროვე ანტერპრენერების მოთხოვნებს. 

ანანო დოლაბერიძე:  „წლებია Solo-ს მომხმარებელი ვარ და მუდმივად ვგრძნობ, რომ მისი სერვისები ყოველდღიურობას მიმარტივებს. დღევანდელ დღეს, როცა ტექნოლოგიებს უდიდესი როლი აქვს, წარმოუდგენელიც კია, რომ ჩვენზე მორგებული დისტანციური საბანკო მომსახურების გარეშე ეფექტიანად წარვმართოთ ფინანსური ოპერაციები. SOLO X,  როგორც ახალი პროდუქტი, გვეხმარება დავზოგოთ დრო, ამავდროულად, გონივრულად განვკარგოთ ჩვენი ფინანსები და ხელშესახები სარგებელი მივიღოთ.  Phubber-ის კონცეფცია და  SOLO X-ის იდეა ერთმანეთთან იკვეთება – ტექნოლოგიური რესურსის ათვისება მათი საერთოა.  Phubber-ის გუნდი მუდმივად იმაზე ვფიქრობთ, რომ მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ და მეტად ადაპტირებული გავხადოთ უახლეს ტექნოლოგიებთან. ვფიქრობ, სწორედ ეს საერთოა ჩვენსა და SOLO X-ს შორის – მიდგომა და მომხმარებელზე მუდმივი ზრუნვა. როგორც ჩვენ გავუმარტივეთ უამრავ ადამიანს შოპინგთან დაკავშირებული გამოცდილება, ასევე უმარტივებს SOLO X მის  ერთგულ მომხმარებლებს ფინანსურ და საბანკო ოპერაციებს. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი გინდა დღეს რაიმე მნიშვნელოვანი შექმნა, სასარგებლო ცვლილებები გამოიწვიო და მომავლის ნაწილი გახდე, მომხმარებელს უნდა მოუსმინო და მის საჭიროებებზე მორგებული სერვისი შექმნა.“

აღსანიშნავია, რომ SOLO X-ის უპირატესობა მხოლოდ ფინანსურ და საბანკო ოპერაციებზე არ ვრცელდება. მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია SOLO X LIFESTYLE, რომელიც მომხმარებლის ცხოვრების წესთან მორგებულ დამატებით შეთავაზებებს აერთიანებს.  SOLO X LIFESTYLE მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, SOLO X, როგორც მომხმარებელზე მორგებული მრავალმხრივი პროდუქტი,  უნიკალური გამოცდილებით უზრუნველგვყოფს. 

და ბოლოს, აუცილებელია სწორ დროს და სწორ ადგილას შეგვეძლოს ყოფნა.  თანამედროვე რეალობაში ეს  გამართლება არ არის – ეს არჩევანია, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.